იტალიის ეროვნული ნაკრები, რომელთან ტესტ-მატჩიც ქართველებისთვის აუსრულებელ ოცნებად იქცა, ივნისის სანაკრებო ფანჯრის პერიოდში ამერიკულ ტურნეზე გაემგზავრება.
მათი მოგზაურობა სამხრეთიდან იწყება და 11 ივნისს არგენტინას შეხვდებიან, ტურნე 18-ში კალიფორნიის შტატში, სან-ხოსეს 18-ათასიან „ავაია სტედიუმზე“ ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან ჯახით გაგრძელდება და 26 ივნისს კანადასთან მატჩით დასრულდება.
ცნობილია, რომ ივნისში „არწივები“ კიდევ ერთ ტესტ-მატჩს ერთა თასზე „ბორჯღალოსნების“ მეტოქე რუსეთთან გამართავენ. შეხვედრა 25 უვნისს საკრამენტოში გაიმართება. ამერიკელებს ივნისში მესამე მატჩიც გამართვა სურდათ, შოტლანდიასთან, მაგრამ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
ამერიკელებს იტალიელებთან აქამდე ოთხჯერ უთამაშიათ ოთხივე შემთხვევაში გამარჯვება ევროპელებს დარჩათ. უკანასკნელად ამ გუნდების ჯახი 2012 წელს ჰიუსტონში შედგა და „აძურამ“ 30:10 იმარჯვა. სამაგიეროდ, „არწივებმა“ „დათვებს“ ექვსიდან ექვსი თამაში მოუგეს. ბოლოს ამ გუნდებმა ნეიტრალურ მოედანზე, 2013 წელს ითამაშეს და აშშ-მ 28:7 მოიგო.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რა მშიშრები არიან, ნებისმიერს ეთამაშებიან ჩვენს გარდა.