საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, ევროპის "ერთა თასის" 2011 წლის გათამაშების შეხვედრაში რუმინეთის ნაკრებს ამარცხებს.
თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარე მატჩის პირველ ნახევარში, "ბორჯღალოსნებმა" ორი ლელო (დავით ზირაქაშვილი, ბესიკ ხამაშურიძე), ერთი გარდასახვა და ჯარიმა (ორივე - მერაბ კვირიკაშვილი) გაიტანეს, რასაც რუმინელებმა ორი ჯარიმით უპასუხეს და ტაიმი ქართველთა გამარჯვებით - 15:6 დასრულდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია