ამბები

17:23 | 12.03.2011 | ნანახია 14352 - ჯერ

“ბორჯღალოსნებმა“ "ანთიმოზ ივერიელის" თასი დაიბრუნეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუმინეთი 18:11 დაამარცხა და შარშან დაკარგული "ანთიმოზ ივერიელის" თასი დაიბრუნა, ხოლო ევროპის "ერთა თასს" ძალიან მიუახლოვდა. მართალია, საქართველოს ნაკრებმა 4 ლელოს გატანა, პრემიალური ქულის აღება და ვადამდე ერთი ტურით ადრე „ერთა თასის“ დაუფლება  ვერ შეძლო, მაგრამ ამ გამარჯვებით, მისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა.
საწყის ოც წუთში მოპოვებული უპირატესობის შემდეგ, რუმინელებმა თამაშში გარდატეხა შეიტანეს, რაც მეორე ტაიმის შუაში მათი ლელოთი დაგვირგვინდა. ამას საქართველოს ნაკრებმა მერაბ კვირიკაშვილის ჯარიმით უპასუხა და ანგარიში 18:11 გახდა. მიუხედავად  ბოლო დაძაბული წუთებისა, "ბორჯღალოსნებმა"  ამ უპირატესობის შენარჩუნება მოახერხეს და საბოლოოდ 18:11 იმარჯვეს. საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 19 მარტს, სოჭში, რუსეთის წინააღმდეგ გამართავს.

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089864