6 ერი

12:33 | 9.03.2016 | ნანახია 1085 - ჯერ

ტუილაგი ინგლისში ბრუნდება

„ლესტერ თაიგერსის“ ცენტრი მანუ ტუილაგი, რომელიც ინგლისის სამწვრთნელო შტაბმა უელსთან მატჩისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა, ახლა უკვე 24-კაცამდე შეკვეცილ მოთამაშეებშიც მოხვდა.

24 წლის სამოური წარმოშობის მორაგბეს ტრავმის გამო ეროვნული გუნდის კვართით 2014 წლის 21 ივნისის შემდეგ არ უთამაშია და ახლა ალექს გუდს შეცვლის. კარგ ფორმაშია მეორეხაზელი ჯო ლანჩბერიც, რომელიც მწვრთნელების მიერ შერჩეულ 14 მორკინალს შორისაა. მან ირლანდიასთან მატჩი მუხლქვეშა მყესების ტრავმის გამო გამოტოვა და მაშინ „სარასენსელმა“ მარიო იტოჯემ შეცვალა, რომელიც ახლაც გუნდშია. გუნშია კირან ბროკსი „ნორთჰემპტონიდან“, რომელმაც პოლ ჰილი უნდა შეცვალოს. გუნდში 24-ე მოთამაშედ რჩება ლუკ ქოუენ-დიკი.

„ჯეიმი ჯორჯმა ვარჯიშისას ხელის ტრავმა მიიღო და ლუკ ქოუენ-დიკი ჩვენთან რჩება, რათა საჭიროების შემთხვევაში ჯეიმი შეცვალოს. ჯორჯი მკურნალობას განაგრძობს“ - განაცხადა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა.

ინგლისმა ექვსი ერის სამივე შეხვედრა მოიგო, ხოლო უელსმა ირლანდიაში ნათამაშები ფრის შემდეგ, ორი გამარჯვება მოიპოვა. ინგლისისა და უელსის ნაკრებების შეხვედრა, რომელმაც დიდი ალბათობით, წლევანდელი ექვსი ერის გამარჯვებული უნდა გამოავლინოს, 12 მარტს „თვიქენჰემზე“, თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.

ინგლისის ნაკრები უელსის წინააღმდეგ

ფორვარდები: კირან ბროკსი [ნორთჰემტონი], დენ კოლი [ლესტერი], ლუკ ქოუენ-დიკი [ექსეტერი], ჯეკ კლიფორდი [ჰარლექუინსი], ჯეიმი ჯორჯი [სარასენსი], დილან ჰარტლი [ნორთჰემპტონი], ჯეიმს ჰასკელი [უოსპსი], მარიო იტოჯე [სარასენსი], ჯორჯ კრუსი [სარასენსი], ჯო ლანჩბერი [უოსპსი], ჯო მარლე [ჰარლექუინსი], კრის რობშოუ [ჰარლექუინსი], ბილი ვუნიპოლა [სარასენსი], მაკო ვუნიპოლა [სარასენსი];

უკანა ხაზი: მაიკ ბრაუნი [ჰარლექუინსი], დენი ქერი [ჰარლექუნსი], ელიოტ დელი [უოსპსი], ოუენ ფარელი [სარასენსი], ჯორჯ ფორდი [ბათი], ჯონათან ჯოზეფი [ბათი], ჯეკ ნოუელი [ექსეტერი], მანუ ტუილაგი [ლესტერი], ენტონი ვატსონი [ბათი], ბენ იანგსი [ლესტერი].

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.095469