ამბები

16:17 | 18.03.2011 | ნანახია 3926 - ჯერ

ვასილი არტემიევი: “ქართველების კომპლექსი არ გვაქვს”

რუსეთის სარაგბო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ვასილი არტემიევი, ქართველებთან მოახლოებულ მატჩს თანაგუნდელთაგან განსხვავებულად უდგება და მას პრინციპულ მნიშვნელობას არ ანიჭებს. აღნიშნულის შესახებ, არტემიევმა “სპორტ-ექსპრესთან” ინტერვიუში განაცხადა.
“პირადად ჩემთვის, ეს მატჩი პრინციპულ ხასიათს არ ატარებს. ცხადია, გვინდა ხანგრძლივი წარუმატებელი სერია შევწყვიტოთ და გავიმარჯვოთ, თუმცა, ობიექტურები უნდა ვიყოთ – ჯერჯერობით, ისინი ძლიერები არიან. სტატიკურ მდგომარეობაში ქართველთა შერკინება, საერთოდაც, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. თუმცა, მათ წინაშე არანაირი კომპლექსი არ გვაქვს”.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის არტემიევი, რომელიც კარგა ხანს “ვვა-პოდმოსკოვიეს” ღირსებას იცავდა, მცირე ხნის წინ, ბრიტანეთში გადაბარგებული პირველი რუსი მორაგბე გახდა. მან კონტრაქტი ინგლისის პრემიერლიგის წევრ “ნორთჰემპტონთან” გააფორმა. 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.814824