ამბები

12:33 | 19.03.2011 | ნანახია 14689 - ჯერ

"ბორჯღალოსნები" დღეს რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, დღეს, თბილისის დროით 16:00 საათზე, სოჭში, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ მიმდინარე წლის “ერთა თასის” დასკვნით შეხვედრას გამართავს. თამაშს ფრანგი მსაჯები მოემსახურებიან. რეფერი პატრიკ პეშონბერი იქნება, რომელსაც ასისტენტობას აკენ აჯ-ბაშირი და ჟან-მარი პირავო გაუწევენ.

მიუხედავად იმისა, რომ "ბორჯღალოსნებს" წლევანდელი "ერთა თასი" უკვე მოგებული აქვთ, რუსეთთან შეხვედრა, როგორც ყოველთვის, პრინციპულ ხასიათს ატარებს. აქამდე, ეს გუნდები ერთმანეთს 14-ჯერ შეხვედრიან და ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა “ბორჯღალოსანთა" სრულ უპირატესობაზე მეტყველებს. განვლილი მატჩებიდან, რუსმა “დათვებმა” მხოლოდ ერთი მოიგეს - შორეულ 1993 წელს, მას შემდეგ კი, 12 თამაში ქართველთა გამარჯვებით დასრულდა და ერთ მატჩში ფრე დაფიქსირდა. საქართველოს ნაკრებმა რუსეთთან ბოლო მატჩი გასული წლის მარტში, ტრაბზონში გაიმართა და მეტოქე ანგარიშით 36-8 დაამარცხა.

 

ევროპის 2011-2012 წლების “ერთა თასი”. V ტური
19 მარტი. სოჭი
რუსეთი - საქართველო (16:00 საათი)
რუსეთი:
15. იგორ კლიუჩნიკოვი, 14. ვასილი არტემიევი, 13. მიხაილ ბაბაევი, 12. იგორ გალინოვსკი, 11. ვლადიმირ ოსტროუშკო, 10. კონსტანტინ რაჩკოვი, 9. ალექსანდრ შაკიროვი, 8. ვიაჩესლავ გრაჩოვი, 7. ანდრეი ოსტრიკოვი, 6. არტიომ ფათახოვი, 5. ანდრეი გარბუზოვი, 4. ალექსანდრ ვოიტოვი, 3. ივან პრიშჩეპენკო, 2. ვლადისლავ კორშუნოვი (კაპ.), 1. სერგეი პოპოვი.
სათადარიგოები: 22. ვიქტორ გრესევი, 21. იური კუშნარიოვი, 20. ალექსანდრ იანუშკინი, 19. ანდრეი ტემნოვი, 18. ევგენი მატვეევი, 17. ალექსეი ტრავკინი, 16. ალექსანდრ ხროკინი.
მწვრთნელი: ნიკოლაი ნერუში
საქართველო: 15. ბესიკ ხამაშურიძე (“აია”, ქუთაისი, 57 კეპი, 70 ქულა), 14. ირაკლი მაჩხანელი (“მაკონი”, საფრანგეთი, 47, 85), 13. დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი, 42, 55), 12. თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგერთი, 55, 75), 11. ლექსო გუგავა (“ლელო”, თბილისი, 19, 20), 10. მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 51, 253), 9. ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი” საფრანგეთი, 71, 35); 1. დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი, 34, 15), 2. ჯაბა ბრეგვაძე (“არმია”, გორი, 11, 0), 3. დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 27, 35), 4. ლევან დათუნაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 41, 10), 5. ვახტანგ მაისურაძე (“სენ ნაზარი” საფრანგეთი, 4, 0), 6. გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 47, 30), 7. შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი, 19, 5), 8. მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 36, 90).
სათადარიგოები: 16. ირაკლი ნატრიაშვილი (“სტიაუა”, რუმინეთი, 32, 20), 17. ვასილ კაკოვინი (“ბრივი”, საფრანგეთი, 11, 0), 18. გიორგი ნემსაძე (“მონტობანი”, საფრანგეთი, 18, 25), 19. ვიტო კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 6, 5), 20. ბიძინა სამხარაძე (“სტიაუა”, რუმინეთი, 54, 25), 21. ბექა ურჯუკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 3, 10), 22. ლაშა მალაღურაძე (“ბეზიე”, საფრანგეთი, 30, 100).
მთავარი მწვრთნელი: რიჩი დიქსონი (შოტლანდია)

რუმინეთი - ესპანეთი
პორტუგალია - უკრაინა
 

1 საქართველო 4 4 0 0 153-26 18
2 რუსეთი 4 2 0 2 91-83 10
3 ესპანეთი 4 2 0 2 84-111 10
4 პორტუგალია 4 2 0 2 67-74 9
5 რუმინეთი 3 1 0 2 61-45 6
6 უკრაინა 3 0 0 3 21-138 0


 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088784