ამბები

17:18 | 19.03.2011 | ნანახია 10370 - ჯერ

რუსეთი - საქართველო (Live)

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სოჭში მიმდინარე შეხვედრაში რუსეთის ნაკრებს ამარცხებს. 76-ე წუთისთვის ანგარიშია 15:9 - "ბარჯღალოსანთა" სასარგებლოდ. მატჩის პირველი ტაიმი ფრედ, 3:3 დასრულდა. მერაბ კვირიკაშვილმა მე-3 წუთზე ჯარიმით გახსნა ანგარიში. 27-ე წუთზე, რაჩკოვმა ჯარიმითვე წონასწორობა აღადგინა. 49-ე წუთზე, საქართველოს ნაკრები საჯარიმო ლელოთი დაწინაურდა, გარდასახვა კი კვირიკაშვილმა გამოიყენა. რუსებმა სხვაობა ჯარიმებით შეამცირეს. 75-ე წუთზე, ჯაბა ბრეგვაძემ ლელო გაიტანა და ქართველთა უპირატესობა კვლავ გაზარდა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
1.116096