ამბები

23:33 | 20.03.2011 | ნანახია 4874 - ჯერ

სპორტის სამინისტრო - “თქვენ მოიგეთ, დანარჩენი ჩვენზეა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ყველა ქართველისთვის სასიამოვნო ტრადიცია არ შეწყვიტა, რუსეთის ნაკრები კიდევ ერთხელ, ამჯერად, მათსავე ტერიტორიაზე დაამარცხა და ქართველი ხალხისგან უდიდესი სიყვარული კიდევ ერთხელ დაიმსახურა.
“ქართული სპორტის ქომაგები”, ქვეყნის სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ერთად, გმირ მორაგბეებს აეროპორტში დახვდა, მაგრამ ქვეყნის მაღალჩინოსნები ამით არ შემოიფარგლნენ და კვირა საღამოს მორაგბეები “მეტეხის ჩრდილში” დაპატიჟეს. სოჭის გმირების ნაწილი ამ ღონისძიებას ვერ დაესწრო, მაგრამ დანარჩენებს სახელმწიფოს მხრიდან ყურადღება უნდა ეგრძნოთ. ღონისძიებამ რაგბის კავშირის მეგობარ “შვიდკაცას” ჰანგებითა და ქართული ცეკვების ფონზე ჩაიარა და იმედია, საქართველოს საქმე ასე საზეიმოდ, ერთი კვირის თავზე, საქართველო-ხორვატიას შემდეგაც ექნება.

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო
სპორტის სამინისტროს პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078599