საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, სოჭში რუსეთის დამარცხებით (15:9), რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ყოველკვირეულ რეიტინგში მონაგარს 0.751 სარეიტინგო ქულა შემატა და მე-13 პოზიციაზე მყოფ იაპონიას კიდევ უფრო მიუახლოვდა.
“ბორჯღალოსნები” მე-14 საფეხურზე რჩებიან და სავარაუდოდ, მსოფლიო თასამდე მათ სარეიტინგო შეხვედრები აღარ ექნებათ. მართალია, ამა წლის ივნისში, საქართველოს ნაკრებს ბუქარესტში გასამართი IRB-ს “ერთა თასი” ელის, მაგრამ რადგან ძირითადი შემადგენლობის შეკრება ვერ ხერხდება, ქართულმა მხარემ IRB-ს იქ საქართველოს A ნაკრების სახელით თამაში სთხოვა. თუ მსოფლიო რაგბის მმართველებმა თანხმობა თქვეს, მაშინ იქაური სამი შეხვედრა სარეიტინგო ვეღარ იქნება, თუ არა და სამიდან ერთი - ნამიბიასთან გასამართი ჯახი რეიტინგზეც აისახება.
განვლილი მატჩების შედეგებიდან გამომდინარე, რეიტინგის საუკეთესო ოცეულში მხოლოდ სამი ცვლილება მოხდა. ინგლისის მძლეველმა ირლანდიამ ორი საფეხურით აიწია და თითო-თითო ადგილით ინგლისი და საფრანგეთი ჩამოაჩოჩა. საფრანგეთმა უელსის დამარცხებით სარეიტინგო ქულები კი მიიღო, მაგრამ ამან მათი წინსვლა მაინც ვერ განაპირობა. სარეიტინგო ქულები მიიღო შოტლანდიამაც, რომელმაც იტალია დაამარცხა, მაგრამ კვლავ მე-9 ადგილზე რჩება, იტალია კი მეთორმეტეა. რეიტინგის თავში ძველებურად ახალი ზელანდია ბატონობს, რომელსაც ავსტრალია და სამხრეთ აფრიკა მოყვებიან.
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 21 მარტისთვის
1 (1). ახალი ზელანდია - 93,19
2 (2). ავსტრალია - 87,45
3 (3). სამხრეთ აფრიკა - 86,44
4 (6). ირლანდია - 82,51
5 (4). ინგლისი - 82,48
6 (5). საფრანგეთი - 82,06
7 (7). უელსი - 79,55
8 (8). არგენტინა - 78,97
9 (9). შოტლანდია - 77,35
10 (10). ფიჯი - 74,05
11 (11). სამოა - 74,02
12 (12). იტალია - 73,54
13 (13). იაპონია - 71,45
14 (14). საქართველო - 70,16
15 (15). კანადა - 69,19
16 (16). აშშ - 67,69
17 (17). ტონგა - 67,35
18 (18). რუმინეთი - 65,34
19 (19). რუსეთი - 63,17
20 (20). პორტუგალია - 61,81
21 (21). ურუგვაი - 60,94
22 (22). ნამიბია - 60,66
23 (23). ესპანეთი - 59,43
24 (24). ჩილე - 56,68
25 (25). მაროკო - 56,11
26 (26). ბელგია - 55,96
27 (27). ყაზახეთი - 55,20
28 (29). ბრაზილია - 54,56
29 (28). ჩეხეთი - 53,78
30 (35). მოლდოვა - 53,42
31 (30). უკრაინა - 53,34
32 ...
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია