ამბები

15:18 | 24.03.2011 | ნანახია 3117 - ჯერ

მასი-ური აღიარება

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “რასინგის” რაგბისტი, ანდრეა მასი ექვსი ერის თასის 2011 წლის გათამაშების საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. მას მხარი გამოკითხულ გულშემატკივართა დაახლოებით 30-მა პროცენტმა (დაახლოებით 17 526 ადამიანი) დაუჭირა, არადა, აქამდე, იტალიელ მორაგბეს ტურნირის საუკეთესოს წოდება არასდროს დაუმსახურებია.
მასის შემდეგ, გამოკითხვაში კიდევ ერთი აპენინელი ფაბიო სემენზატო გავიდა, რომელსაც ირლანდიელი შონ ო’ბრაიენი და ინგლისელი ტობი ფლადი მოჰყვებიან.
“ამ ტურნირში, გვქონდა როგორც აღმასვლა, ასევე – ვარდნა. საფრანგეთის დამარცხება ისტორიაში შევა, თუმცა, ბოლო, მე-6 ადგილი კარგ მოგონებებს ნამდვილად არ გვვიტოვებს” - განაცხადა მასიმ, რომელმაც საფრანგეთთან მატჩში გადამწყვეტი ლელო დადო.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081551