სანაკრებო შეხვედრებით გამოწვეული ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა შიდა გათამაშებები უბრუნდება და მას 2011 წლის შვიდკაცა რაგბის პირველი ეტაპი გახსნის.
შარშანდელიდან მოყოლებული, 7-კაცა ჩემპიონატი სამ ეტაპად იმართება. პირველი ორი შესარჩევი ეტაპია და იქ ნაჩვენები შედეგების მიხდვით გამოვლინდება ის 10 გუნდი, რომლებიც ქვეყნის პირველობისათვის დასკვნით ეტაპზე იბურთავებენ. პირველ ეტაპს შაბათ-კვირას, “შევარდენის” სანაკრებო ბაზა უმასპინძლებს. პირველ დღეს ჯგუფური ეტაპის შეხვედრებია დანიშნული, კვირას კი, ფლეი ოფებისა და ფინალების ჯერი დგება. მეორე შესარჩევი ეტაპი ზაფხულში გაიმართება, დასკვნითი ეტაპი კი სეზონის ბოლოს, ნოემბერში შედგება და ჩემპიონიც მაშინ გამოვლინდება.
პირველ ეტაპზე უმაღლეს და პირველი ლიგის თექვსმეტივე გუნდს უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ თბილისის ორმა გუნდმა - “არმაზმა” და “ჯიქებმა” მონაწილეობაზე უარი განაცხადა და მონაწილეთა რაოდენობა 14-მდე შემცირდა. 2010 და 2009 წლებში, საქართველოს 7-კაცა ჩემპიონატების გამარჯვებული თბილისის “ყოჩები” გახდა.
“ა” ჯგუფი
ყოჩები (თბილისი)
ბაგრატი (ქუთაისი)
ლოკომოტივი (თბილისი)
ჯიქები (თბილისი) (აღარ მონაწილეობს)
ყოჩები - ლოკომოტივი (11:00)
ბაგრატი - ლოკომოტივი (13:00)
ყოჩები - ბაგრატი (16:30)
“ბ” ჯგუფი
აია (ქუთაისი)
ხულიგანა (თბილისი)
ლელო (თბილისი)
დევები (თბილისი)
აია - ლელო (11:20)
ხულიგანა - დევები (11:40)
აია - დევები (13:20)
ხულიგანა - ლელო (13:40)
ლელო - დევები (15:50)
აია - ხულიგანა (16:50)
“გ” ჯგუფი
ბათუმი (ბათუმი)
კოლხი რაინდები (ფოთი)
თიბისი (თბილისი)
არმაზი (თბილისი) (აღარ მონაწილეობს)
კოლხი რაინდები - თიბისი (12:00)
ბათუმი - თიბისი (14:50)
ბათუმი - კოლხი რაინდები (17:10)
“დ” ჯგუფი
აკადემია (თბილისი)
ხარები (რუსთავი)
არმია (თბილისი)
არწივები (ოზურგეთი)
აკადემია - არმია (12:20)
ხარები - არწივები (12:40)
აკადემია - არწივები (15:10)
ხარები - არმია (15:30)
არმია - არწივები (16:10)
აკადემია - ხარები (17:30)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია