შვიდკაცა რაგბიში მსოფლიო სერიის წლევანდელი გათამაშების ლიდერები - ახალი ზელანდია და ინგლისი - ერთმანეთს მე-5, ჰონკონგის ეტაპის ფინალში გადაეყარნენ და “ოლ ბლექსმა” მეტოქის 29:17 ძლევით, საერთო ჩათვლაში მასთან ხუთქულიანი უპირატესობა მოიპოვა.
ფინალი ზელანდიელთა უპირატესობით დაიწყო და ისინი ლელოთი დაწინაურდნენ. მართალია, ტაიმი მათ მხოლოდ ერთი გარდასახული ლელოთი მოიგეს, მაგრამ მთელი შეხვედრის განმავლობაში, მათ გამარჯვებაში ეჭვი ერთხელაც არ გაჩენილა.
“ოლ ბლექსის” წარმატება დიდწილად განაპირობა წარმოშობით ფიჯელმა ფრენკ ჰალაიმ, რომელმაც 2 ლელო მიითვალა. ამრიგად, რვიდან 5 ეტაპის შემდეგ, ახალმა ზელანდიამ 110 ქულა მოაგროვა და ინგლისს 5 ქულით სჯობნის, ფინალისტების მიერ ნახევარფინალში დამარცხებული ფიჯი და სამოა კი, 84 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ.
სენსაციამდე სულ ცოტა დააკლდა ჯგუფურ ეტაპზე წარმატებულად მობურთალ რუსეთს, რომელმაც თასის მეოთხედფინალში პირველად გააღწია. საქართველოს ჩრდილოელმა მეზობელმა ტაიმი 0:5 დათმო, მაგრამ შესვენების შემდეგ წონასწორობა აღადგინა და ზუსტი რეალიზაციის შედეგად წინ გაიჭრა, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე წუთით ადრე, ინგლისმა გამარჯვების ლელო მაინც გაიტანა.
ინგლისელებმა ნახევარფინალშიც სულ ბოლოს იმარჯვეს, როდესაც საფინალო სასტვენამდე წუთით ადრე, ლელო გაიტანეს და რეალიზაციაც გამოიყენეს.
მეორე სენსაციური მეოთხედფინალისტი - პორტუგალია, იოლად დაიბრიყვა ახალმა ზელანდიამ, მაგრამ ნახევარფინალში მასაც გაუჭირდა.
ზელანდიელები ფიჯის თავიდანვე მიეძალნენ, მეტოქეს ნოლზე ამარცხებდნენ და ქულების აღების შანსი ბოლოსღა მისცეს. ჰონკონგის ტურნირის საუკეთესო მელელოვე სამხრეთაფრიკელი სესილ აფრიკა გახდა, რომელმაც მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი რვაჯერ დაამიწა. მელელოვეებში მან ოთხ კონკურენტს თითო ლელოთი აჯობა, მაგრამ საუკეთესო ბომბარდირებში მისმა მონაგარმა 88 ქულა შეადგინა და უახლოეს მდევარს მთელი 33 ქულით აჯობა.
1/4-ფინალები XVII-XXIV ადგილებისათვის
კენია - მალაიზია 59:7
ჰონკონგი - ჩინეთი 26:35
ზიმბაბვე - კორეა 28:12
მექსიკა - ესპანეთი 5:26
1/4- ფინალები IX-XVI ადგილებისათვის
შოტლანდია - იაპონია 14:19
ტონგა - აშშ 21:26
კანადა - საფრანგეთი 12:7
არგენტინა - უელსი 14:29
თასის 1/4-ფინალები
ახალი ზელანდია - პორტუგალია 33:5
სამხრეთ აფრიკა - ფიჯი 19:24
სამოა - ავსტრალია 15:12
რუსეთი - ინგლისი 7:10
ნახევარფინალები XVII-XX ადგილებისათვის
კენია - ჩინეთი 24:5
ზიმბაბვე - ესპანეთი 14:17
ნახევარფინალები IX-XII ადგილებისათვის
იაპონია - აშშ 14:12
კანადა - უელსი 24:17
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
პორტუგალია - სამხრეთ აფრიკა 5:28
ავსტრალია - რუსეთი 35:12
თასის ნახევარფინალები
ახალი ზელანდია - ფიჯი 19:14
სამოა - ინგლისი 14:19
XVII ადგილისთვის
კენია - ესპანეთი 17:12
IX ადგილისთვის
იაპონია - კანადა 12:33
V ადგილისთვის
სამხრეთ აფრიკა – ავსტრალია 26:19
ფინალი
ახალი ზელანდია - ინგლისი 29:17
საერთო ცხრილი 4 ეტაპის შემდეგ
1 | ახალი ზელანდია | 110 |
2 | ინგლისი | 105 |
3 | ფიჯი | 84 |
4 | სამოა | 84 |
5 | სახრეთ აფრიკა | 72 |
6 | ავსტრალია | 46 |
7 | არგენტინა | 24 |
8 | უელსი | 18 |
9 | კენია | 12 |
10 | შოტლანდია | 8 |
11 | პორტუგალია | 8 |
12 | რუსეთი | 8 |
13 | აშშ | 6 |
14 | კანადა | 5 |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია