ქართულ სარაგბო სივრცეში “არმია” ახლახანს გამოჩნდა და უკვე გამარჯვებული გახდა. გასულ წელს, ცოტა არ იყოს უცნაური სახელით - გორის თსუ-“ლომებით” (გორის გუნდი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის “ლომები”) მოასპარეზე გუნდმა პირველი ლიგა მოიგო და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა, მაგრამ წლეულს უკვე სახეცვლილი, თბილისის “არმიას” სახით მოგვევლინა. ეს იმიტომ, რომ გუნდის სპონსორობა საკუთარ თავზე თავდაცვის სამინისტრომ აიღო და ბუნებრივია, სახელის შეცვლაც მოითხოვა.
ამრიგად, “არმია” დებიუტანტი მხოლოდ საკუთარი სახელითაა, თორემ სხვა მხრივ, შემადგენლობით და ისტორიით, სხვებზე ნაკლები არაფრითაა და უფრო მეტიც, საქართველოს ჩემპიონატში მის ღირსებას ეროვნული გუნდის წევრები - ჯაბა ბრეგვაძე, ირაკლი (იური) ნატრიაშვილი და ბიძინა სამხარაძე დაიცავენ, რის გამოც, წესითა და რიგით, ჩემპიონობის მაძიებლადაც უნდა მოგვევლინოს.
საკუთარი ამბიცია “არმიამ” წლის სადებიუტო შეჯიბრშივე დაადასტურა და საქართველოს 2011 წლის შვიდკაცა რაგბის პირველი ეტაპი მოიგო.
გასული 2 წლის საქართველოს ჩემპიონი შვიდკაცა რაგბიში - “ყოჩები” გარკვეულ პრობლემებს განიცდის და ამიტომ, არმიელების მთავარი კონკურენტი, შარშანდელი გათამაშების ფინალისტი - ქუთაისი “აია” იყო. ფინალი მართლაც ფინალის დარი გამოდგა - 2 ათწუთიანი ტაიმის შემდეგ, ფრე 14:14 დაფიქსირდა. გუნდებმა ორ-ორი ლელო-გარდასახვა გაიტანეს და საქმე დამატებით დრომდე მივიდა. გამძლეობაში “არმიამ” იმძლავრა, გადამწყვეტი ლელო გაიტანა და პირველი ეტაპის გამარჯვებული გახდა, მაგრამ ქვეყნის ჩემპიონობამდე ჯერ კიდევ შორია. ზაფხულში 7-კაცა რაგბის მე-2 ეტაპი გაიმართება, რის შემდეგაც, წლის ჯამში 10 საუკეთესო მოშვიდკაცე გუნდი გაირკვევა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს ამა წლის ნოემბერში გაითამაშებენ.
მანამდე კი, შიდა რაგბი ნელ-ნელა გახურდება. მომავალ უქმეებზე, საქართველოს თასის გათამაშების 4 მატჩი გაიმართება. წლეულს თასის მაძიებლები შეკვეცილი გრაფიკით ითამაშებენ და მთავარი პრიზისთვის მხოლოდ უმაღლესი ლიგის 8 გუნდი იბრძოლებს, მერე კი, ჩემპიონატის სტარტის დროც დადგება.
“ა” ჯგუფი
ყოჩები - ლოკომოტივი 14:22
ბაგრატი - ლოკომოტივი 5:35
ყოჩები - ბაგრატი 17:26
1 | ლოკომოტივი (თბილისი) | 2 | 2 | 0 | 0 | 57-19 | 4 |
2 | ყოჩები (თბილისი) | 2 | 1 | 0 | 1 | 31-52 | 2 |
3 | ბაგრატი (ქუთაისი) | 2 | 0 | 0 | 2 | 31-48 | 0 |
“ბ” ჯგუფი
აია - ლელო 35:5
ხულიგანა - დევები 14:0
აია - დევები 31:0
ხულიგანა - ლელო 5:0
ლელო - დევები 45:7
აია - ხულიგანა 34:12
1 | აია (ქუთაისი) | 3 | 3 | 0 | 0 | 100-17 | 6 |
2 | ხულიგანა (თბილისი) | 3 | 2 | 0 | 1 | 31-34 | 4 |
3 | ლელო (თბილისი) | 3 | 1 | 0 | 2 | 50-47 | 2 |
4 | დევები (თბილისი) | 3 | 0 | 0 | 3 | 7-90 | 0 |
“გ” ჯგუფი
კოლხი რაინდები - თიბისი 5:17
ბათუმი - თიბისი 28:0
ბათუმი - კოლხი რაინდები 59:0
1 | ბათუმი (ბათუმი) | 2 | 2 | 0 | 0 | 87-0 | 4 |
2 | თიბისი (თბილისი) | 2 | 1 | 0 | 1 | 17-33 | 2 |
3 | კოლხი რაინდები (ფოთი) | 2 | 0 | 0 | 2 | 5-76 | 0 |
“დ” ჯგუფი
აკადემია - არმია 0:19
ხარები - არწივები 54:0
აკადემია - არწივები 47:0
ხარები - არმია 7:12
არმია - არწივები 48:0
აკადემია - ხარები 28:7
1 | არმია (თბილისი) | 3 | 3 | 0 | 0 | 79-7 | 6 |
2 | აკადემია (თბილისი) | 3 | 2 | 0 | 1 | 75-26 | 4 |
3 | ხარები (რუსთავი) | 3 | 1 | 0 | 2 | 68-40 | 2 |
4 | არწივები (ოზურგეთი) | 3 | 0 | 0 | 3 | 0-149 | 0 |
1/4-ფინალები IX-XIV ადგილებისათვის
კოლხი რაინდები - არწივები 27:5
ყოჩები - დევები 47:0
თასის 1/4-ფინალები
ბათუმი - აკადემია 10:14
არმია - თიბისი 40:0
ლოკომოტივი - ხულიგანა 24:5
აია - ბაგრატი 26:5
ნახევარფინალები IX-XII ადგილებისათვის
ხარები - ყოჩები 15:12
ლელო - კოლხი რაინდები 26:5
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
ხულიგანა - თიბისი 17:12
ბათუმი - ბაგრატი 26:22
თასის ნახევარფინალები
ლოკომოტივი - არმია 0:14
აკადემია - აია 5:17
XIII ადგილისთვის (ფარი)
არწივები - დევები 0:10
IX ადგილისთვის (ფიალა)
ლელო - ხარები 5:12
V ადგილისთვის (სინი)
ხულიგანა - ბათუმი 7:26
ფინალი
არმია - აია 19:14 (დ.დ.)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია