20-წლამდელები

23:55 | 8.03.2016 | ნანახია 1034 - ჯერ

შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან

საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება „მსოფლიო რაგბის“ ტურნირების მენეჯერი საიმონ ქიბლი. მისი ვიზიტის მიზანს წარმოადგენს 2017 წელს საქართველოში გასამართი 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მზადების პროცესის ინსპექტირება. კერძოდ, მან შეაფასა სავარჯიშო ინფრასტრუქტურის გამართვა და არსებული მოედნების სათანადო აღჭურვა.

ვიზიტისას ქიბლი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს. შეხვედრისას საქართველოს მთავრობამ მსოფლიო რაგბის ტურნირების მენეჯერს აღუთქვა, რომ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადება გეგმის მიხედვით ჩაივლის და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რათა 2017 წლის ტურნირი გახდეს საუკეთესო ასპარეზობის ისტორიაში.

შეგახსენებთ, რომ აქამდე მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი ტარდებოდა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, ინგლისი, იტალია და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სარაგბო სამყაროში მნიშვნელობით მეორე ტურნირი კაცთა მსოფლიო თასის შემდეგ, არა ელიტურ სარაგბო ქვეყანაში გაიმართება.

rugby.ge


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:48 | 09.03.2016
GiorgiG83 (525)

სტადიონზე გადაგვაგდეთ?
პ.ს. - სტანდარტულად...

1.430978