ახალ ზელანდიაში მომხდარმა მიწისძვრამ დიდი ნგრევა ხომ გამოიწვია და დაღი ამ ქვეყანაში დაგეგმილ მსოფლიოს თასის გათამაშებასაც დაასვა. კალენდარში არაერთი ცვლილება მოხდა, რომელთაგან ორი საქართველოს ნაკრებსაც შეეხო.
Scrum.com-ისა და 3news.co.nz-ს ცნობით, საქართველოს ნაკრები 14 სექტემბერს, გახსნით შეხვედრას დანიდინის ნაცვლად, ინვერქარგილში, “რაგბი პარკ სთეიდიუმზე” ჩაატარებს.
სამაგიეროდ, 18 სექტემბერს დანიდინის “ფორსაიტ ბარ სთედიუმზე” საქართველოსა და ინგლისის ნაკრებთა შეხვედრა გაიმართება, რომელიც თავდაპირველი ვერსიით, ქრაისთჩერჩის “ამი სთედიუმზე” უნდა ჩატარებულიყო. შეგახსენებთ, რომ მიწისძვრამ ყველაზე მეტად სწორედ ქრაისთჩერჩი დააზარალა, ამდენად, ამ ქალაქში არცერთი მატჩი აღარ შედგება.
უცვლელი დარჩა ჯგუფურ ეტაპზე “ბორჯღალოსანთა” დანარჩენი ორი შეხვედრის ჩატარების ადგილი. ქართველები რუმინეთსა და არგენტინას, პამერსთონში, შესაბამისად, 28 სექტემბერსა და 2 ოქტომბერს დაუპირისპირდებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია