ახალი ზელანდიის მორაგბეთა შვიდკაცა ნაკრებმა, ავსტრალიის ქალაქ ადელაიდას მსოფლიოს სერიის ეტაპი მოიგო და წლეულს ჩატარებული ექვსიდან, მე-4 ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ჯგუფური ეტაპი მსოფლიოს ჩემპიონმა სამოამ, მიმდინარე სერიის ლიდერმა ახალმა ზელანდიამ, ინგლისმა და ფიჯიმ ასპროცენტიანი შედეგებით დაასრულეს. 1/4-ფინალში, ზელანდიამ არგენტინა იოლად გაანადგურა, აი, მის უახლოეს მდევარ ინგლისს კი, უელსთან ძლიერ გაუჭირდა და გამარჯვებას მატჩის მიწურულსღა მიაღწია. შესაბამისად, ინგლისელებს ნახევარფინალში ძალები აღარ ეყოთ და სამხრეთ-აფრიკასთან მშრალად დამარცხდნენ - 0:19. თავის მხრივ, ზელანდიელებმა სამოა იოლად "წააქციეს" და ფინალში აფრიკელებს შეხვდნენ. ფინალში სამხრეთ აფრიკამ იბრძოლა და მატჩიც ქულა-ქულაში მიმდინარეობდა, მაგრამ ბოლოსკენ ზელანდიელებმა იმარჯვეს და ლიდერობა მნიშვნელოვნად გაიმყარეს.
ადელაიდაში საუკეთესო მელელოვე ინგლისელი ნიკ როილი გახდა (8), რომელმაც ერთი ლელოთი აჯობა ზელანდიელ ფრენკ ჰალაის. ტურნირის ბომბარდირი ზელანდიელი ტომასი კამა იყო (63 ქულა), რომელმაც საგრძნობლად აჯობა ავსტრალიელ ჰამიშ ანგუსს.
ინგლისს ზელანდიასთან ჩამორჩენის შემცირების შანსი საკუთარ კედლებში ექნება, რადგან მომდევნო ეტაპს ლონდონი უმასპინძლებს, დასკვნითი ტურნირი კი მეზობელ შოტლანდიაში გაიმართება.
A ჯგუფი
ახალი ზელანდია - უელსი 36:10
კენია - კუკის კუნძულები 19:12
ახალი ზელანდია - კუკის კუნძულები 40:7
კენია - უელსი 14:26
უელსი - კუკის კუნძულები 53:0
ახალი ზელანდია - კენია 34:14
1 | ახალი ზელანდია | 3 | 3 | 0 | 0 | 110-31 | 9 |
2 | უელსი | 3 | 2 | 0 | 1 | 89-50 | 7 |
3 | კენია | 3 | 1 | 0 | 2 | 47-72 | 5 |
4 | კუკი | 3 | 0 | 0 | 3 | 19-112 | 3 |
B ჯგუფი
ინგლისი - შოტლანდია 45:7
არგენტინა - პაპუა ახალი გვინეა 45:5
ინგლისი - პაპუა ახალი გვინეა 45:12
არგენტინა - შოტლანდია 22:7
შოტლანდია - პაპუა ახალი გვინეა 19:14
ინგლისი - არგენტინა 21:19
1 | ინგლისი | 3 | 3 | 0 | 0 | 111-38 | 9 |
2 | არგენტინა | 3 | 2 | 0 | 1 | 86-33 | 7 |
3 | შოტლანდია | 3 | 1 | 0 | 2 | 33-81 | 5 |
4 | პაპუა | 3 | 0 | 0 | 3 | 31-109 | 3 |
C ჯგუფი
ფიჯი - აშშ 41:5
ავსტრალია - ტონგა 40:14
ფიჯი - ტონგა 33:14
ავსტრალია - აშშ 28:10
აშშ - ტონგა 24:12
ფიჯი - ავსტრალია 26:21
1 | ფიჯი | 3 | 3 | 0 | 0 | 100-40 | 9 |
2 | ავსტრალია | 3 | 2 | 0 | 1 | 89-50 | 7 |
3 | აშშ | 3 | 1 | 0 | 2 | 39-81 | 5 |
4 | ტონგა | 3 | 0 | 0 | 3 | 40-97 | 3 |
D ჯგუფი
სამხრეთ აფრიკა - საფრანგეთი 19:0
სამოა - იაპონია 40:7
სამხრეთ აფრიკა - იაპონია 21:12
სამოა - საფრანგეთი 19:12
საფრანგეთი - იაპონია 40:7
სამხრეთ აფრიკა - სამოა 17:26
1 | სამოა | 3 | 3 | 0 | 0 | 85-36 | 9 |
2 | სამხრეთ აფრიკა | 3 | 2 | 0 | 1 | 57-38 | 7 |
3 | საფრანგეთი | 3 | 1 | 0 | 2 | 52-45 | 5 |
4 | იაპონია | 3 | 0 | 0 | 3 | 26-101 | 3 |
1/4-ფინალები IX-XVI ადგილებისათვის
კენია - პაპუა ახალი გვინეა 26:17
საფრანგეთი - ტონგა 21:17
აშშ - იაპონია 22:19
შოტლანდია - კუკის კუნძულები 28:0
თასის 1/4-ფინალები
ახალი ზელანდია - არგენტინა 47:7
სამოა - ავსტრალია 19:14
ფიჯი - სამხრეთ აფრიკა 12:24
ინგლისი - უელსი 17:12
ნახევარფინალები XIII-XVI ადგილებისათვის
პაპუა - ტონგა 19:24
იაპონია - კუკი 31:21
ნახევარფინალები IX-XII ადგილებისათვის
კენია - საფრანგეთი 24:10
აშშ - შოტლანდია 29:19
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
არგენტინა - ავსტრალია 31:28
ფიჯი - უელსი 21:22
თასის ნახევარფინალები
ახალი ზელანდია - სამოა 33:17
სამხრეთ აფრიკა - ინგლისი 19:0
XIII ადგილისთვის
ტონგა - იაპონია 5:22
IX ადგილისთვის
კენია - აშშ 10:17
V ადგილისთვის
არგენტინა - უელსი 7:14
ფინალი
ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა 28:20
საერთო ცხრილი 6 ეტაპის შემდეგ
1 | ახალი ზელანდია | 134 |
2 | ინგლისი | 121 |
3 | სამოა | 100 |
4 | სამხრეთ აფრიკა | 92 |
5 | ფიჯი | 90 |
6 | ავსტრალია | 52 |
7 | არგენტინა | 32 |
8 | უელსი | 30 |
9 | კენია | 12 |
10 | აშშ | 10 |
11 | შოტლანდია | 8 |
12 | პორტუგალია | 8 |
13 | რუსეთი | 8 |
14 | კანადა | 5 |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია