დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორთან, რუსთავის მერთან და რაგბის კავშირის პრეზიდენტთან ერთად, რუსთავში მე-18 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიას ესტუმრა და სარაგბო სტადიონის მშენებლობას სიმბოლურად ჩაუყარა საფუძველი.
სარაგბო სტადიონი დაახლობით ხუთ ჰექტარ მიწის ფართობზე აშენდება. დაგეგმილია ხელოვნური და ბუნებრივსაფარიანი მოედნების გაკეთება. მოეწყობა სავარჯიშო, ქვიშის მოედანიც. განსაზღვრულია მაყურებლებისთვის განკუთვნილი ადგილების რაოდენობაც: ხელოვნულსაფარიან მოედანზე – 2760, ბუნებრივსაფარიანზე კი 1020 ადგილი მოეწყობა.
აღნიშნული მოედანი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება. დაგეგმილია გასახდელებისა და საშხაპეებიც მოწყობა. აშენდება სალაროებისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობაც. რაგბის მოედნის მშენებლობისთვის ორ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
აღნიშნულ პროექტს ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოს რაგბის კავშირთან და “ქართუ” ჯგუფთან ერთად ახორციელებს. მშენებლობა დღეს დაიწყო და წელიწადნახევარში უნდა დასრულდეს.
დღესვე, მხარის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან და ქვემო ქართლის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად, ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე საფეხბურთო სტადიონების მშენებლობის პროცესი დათვალიერა.
ტერიტორიაზე სამი ხელოვნურ და ბენებრივსაფარიანი სტადიონის მშენებლობაა დაგეგმილი. ორი მათგანი – სტანდარტული ზომის, მესამე სტადიონი კი შედარებით პატარა იქნება. სამუშაოები ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით კეთდება და მათი მშენებლობა უახლოეს მომავალში დასრულდება.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია