შვიდკაცა რაგბიში ევროპული გრან-პრის პირველ ეტაპზე, რომელიც 18-19 ივნისს, საფრანგეთის ქალაქ ლიონში გაიმართება, საქართველოს ნაკრები A ჯგუფში პორტუგალიის, ესპანეთის, რუმინეთის, უკრაინისა და ჰოლანდიის გუნდებთან ერთად ითამაშებს.
იმის გათვალისწინებით, რომ B ჯგუფი მასპინძელი საფრანგეთის, რუსეთის, ინგლისის, უელსის, იტალიისა და მოლდოვას ნაკრებებმა დააკომპლექტეს, შესაძლებელია ითქვას, რომ “ბორჯღალოსნებს” კენჭისყრისას ძალიან გაუმართლათ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონიდან ფირა-აერი ევროპის ჩემპიონის გამოსავლენად, ტურნირს ახალი ფორმატით ატარებს. ევროპის საუკეთესო 12 ნაკრები წლის განმავლობაში ოთხ ეტაპზე ითამაშებს, გამარჯვებული კი ჯამური შედეგებით დაითვლება. საფრანგეთის შემდეგ გუნდები მოსკოვს (რუსეთი, 25-26 ივნისი), ბარსელონასა (ესპანეთი, 9-10 ივლისი) და ბუქარესტს (რუმინეთი, 16-17 ივლისი) ეწვევიან.
როგორც აღვნიშნეთ, საწყის ეტაპზე A ჯგუფი B-ს, სადაც თავი ევროპის 2010 წლის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი საფრანგეთი, მსოფლიოს თასის მოქმედი მფლობელი უელსი და 2010-2011 წლების მსოფლიოს სერიის ერთ-ერთი ლიდერი ინგლისი მოხვდნენ, სიძლიერით საგრძნობლად ჩამორჩება.
აქვე დავძენთ, რომ ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში რიცხული გუნდები (ლიტვა, პოლონეთი, გერმანია, ჩეხეთი, კვიპროსი, ისრაელი, ანდორა, დანია, შვეიცარია, ხორვატია, ბელგია, შვედეთი) უძლიერესის ვინაობას ორ ეტაპზე (11-12 ივნისი, გდანსკი, პოლონეთი; 2-3 ივლისი, ჰაიდელბერგი, გერმანია) გაარკვევენ, ხოლო B დივიზიონის წევრები (ლატვია, სერბეთი, საბერძნეთი, ნორვეგია, უნგრეთი, ლუქსემბურგი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, მალტა, ბულგარეთი, მონაკო, სლოვაკეთი, ესტონეთი) მხოლოდ ერთ ტურნირს (9-10 ივლისი, რიგა, ლატვია) ჩაატარებენ.
ევროპის გრან-პრი შვიდკაცა რაგბიში. პირველი ეტაპი. ლიონი (საფრანგეთი). 18-19 ივნისი
A ჯგუფი: პორტუგალია, ესპანეთი, საქართველო, რუმინეთი, უკრაინა, ჰოლანდია.
18 ივნისი
საქართველო – ჰოლანდია
ესპანეთი – რუმინეთი
პორტუგალია – უკრაინა
რუმინეთი – ჰოლანდია
საქართველო – უკრაინა
პორტუგალია – ესპანეთი
უკრაინა – ჰოლანდია
პორტუგალია – რუმინეთი
ესპანეთი – საქართველო
რუმინეთი – უკრაინა
ესპანეთი – ჰოლანდია
პორტუგალია – საქართველო
ესპანეთი – უკრაინა
საქართველო – რუმინეთი
პორტუგალია – ჰოლანდია
B ჯგუფი: საფრანგეთი, რუსეთი, ინგლისი, უელსი, იტალია, მოლდოვა.
18 ივნისი
ინგლისი – მოლდოვა
რუსეთი – უელსი
საფრანგეთი – იტალია
უელსი – მოლდოვა
ინგლისი – იტალია
საფრანგეთი – რუსეთი
იტალია – მოლდოვა
საფრანგეთი – უელსი
რუსეთი – ინგლისი
უელსი – იტალია
რუსეთი – მოლდოვა
საფრანგეთი – ინგლისი
რუსეთი – იტალია
ინგლისი – უელსი
საფრანგეთი – მოლდოვა
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია