საქართველოს მორაგბეთა 23-ე ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრაში, შარშანდელმა ფინალისტმა, თბილისის “ლელომ” “არმაზი” იოლად - 36:12 დაამარცხა.
შეხვედრის პირველ ტაიმში, “ლელომ” მეტოქეს 4 ლელო გაუტანა, რასაც 2 ზუსტი რეალიზაცია დაურთო და ტაიმი 24:0 დამთავრდა.
მე-2 ნახევარში, “არმაზმა” სიტუაციის შეცვლა სცადა, მაგრამ “ლელომ” გაძლო და კიდევ 2 ლელო გაიტანა. 36:0-ის შემდეგ, დასკვნით ხუთ წუთში, “ლელო” მოეშვა და “არმაზმა” 2 საპასუხო ლელო დადო, რომელთაგან 1 რეალიზაცია ზუსტი აღმოჩნდა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა – 36:12.
ამ წუთებში, თბილისის “ავჭალის” სტადიონზე, ტურის ცენტრალური შეხვედრა მიმდინარეობს. საწყისი 20 წუთის შემდეგ, “არმია” “ლოკომოტივს” 10:5-ს ამარცხებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია