ლეგიონერები

17:38 | 8.02.2016 | ნანახია 1578 - ჯერ

ბრეგვაძის დაბრუნება და რაფავას ლელო (+VIDEO)

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე, თვენახევრიანი უქმობის შემდეგ ინგლისის „ავივა პრემიერშიპის“ „ვუსტერ უორიორსის“ შემადგენლობაში გამოჩნდა და შეცვლაზე 28 წუთი ითამაშა.

53-ე წუთზე შევიდა თამაშში ვალ რაფავა-რუსკინი, რომელსაც ინგლისური პასპორტი აქვს და თავისი გუნდი მეორე ლელო გაიტანა, რითაც სტუმრებმა მე-11 ტურის მატჩში, ლონდონში ადგილობრივ „აირიშთან“ პრემიალური ქულა აიღეს.

პრემიერშიპის აუტსაიდერების შეხვედრა დაძაბული გამოდგა. პირველ ტაიმში მასპინძლებმა ორი ლელო გაიტანეს, მაგრამ მეორე ლელომდე დაახლოებით ნახევარი წუთით ადრე, მოედნის ცენტრში ბლოკისთვის ვიდეო-რეფერიმ გააუქმა. შედეგად, ტაიმი მასპინძლებმა 10:3 მოიგეს. მეორე ნახევრის დასაწყისში გუნდებმა ლელოები გაცვალეს, ოღონდ „ვუსტერმა“ გარდასახვა ვერ გაიტანა, ხოლო „აირიშის“ ლელო კვლავ ვიდეო-რეფერიმ გააუქმა. მასპინძლებმა 54-ე წუთზე უკვე წესების სრული დაცვით შეძლეს ლელოს გატანა და 17:8 დაწინაურდნენ.

ამის შემდეგ ინიციატივას სტუმრები დაუფლნენ და 69-ე წუთზე, მათი მრავალფაზიანი, ხანგრძლივი შეტევა რაფავას ლელოთი დასრულდა. ამ ეპიზოდში ქართული წარმოშობის ბურჯმა სამჯერ შეუტია, ბოლოსწინა დარტყმა ბრეგვაძემ განახორციელა, რის შემდეგაც ლელოს ხაზი რაფავამ ახლოდან გადაკვეთა.

„ვუსტერს“ მოგების შანსი გაუჩნდა, მაგრამ 73-ე წუთზე ჯარიმა თავად გაუშვა, 13:20 დამარცხდა და ერთი პრემიალური ქულა ჩაიწერა.

ბრეგვაძემ 28 წუთში ბურთი 3-ჯერ მიიღო, 1 პასი გააკეთა და ერთხელ ოფლოუდი გაახერხა, დაცვაში 2 ბოჭვა გაახერხა და ორჯერ დაჯარიმდა. რაფავამ მიმდინარე სეზონში პირველი ლელო რომ გაიტანა უკვე ვწერდით. ჯამში მან 4-ჯერ შეუტია და 8 მეტრი გაიარა, ერთხელ პასი გააკეთა და ერთხელ ოფლოუდი გაახერხა. მის ანგარიშზე 3 ბოჭვაა და ორჯერ დაჯარიმდა.

„ვუსტერს“ პრემიალურმა ქულამ სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილის შენარჩუნების საშუალება მისცა, ოღონდ, ახლა მას ჯამში 13 ქულა აქვს და თითო ქულით უსწრებს „ნიუკასლს“ და „ლონდონ აირიშს“.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:48 | 10.02.2016
ukleba (77)

რაღაც კარგი გაკეთდაა... ეს უკვე მაგარია

23:25 | 10.02.2016
BEERTRANCE (1073)

კი მეც გამეხარდა

11:48 | 10.02.2016
ukleba (77)

ვააა

21:37 | 09.02.2016
Paata Chania (16)

ბაქო 22 ახალი საიტია .

18:57 | 08.02.2016
baqo22 (10)

აქ რა მაფიაა ახალი საიტია?? კარგია ადმინ ასე გააგრძელე

0.079579