საქართველოს მორაგბეთა XXIII ჩემპიონატის მეორე ტურში, გასული წლის ფინალისტმა, ქვეყნის თასის მფლობელმა თბილისის “ლელომ”, ჩემპიონი “ლოკომოტივი” 27:19 დაამარცხა და მეორე გამარჯვება მოიპოვა.
მეორე გამარჯვება იზეიმა და გატანილ-გაშვებული ბურთების უკეთესი სხვაობით სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა ქუთაისის “აია”, რომელმაც თბილისში “აკადემია” 21:3 დაამარცხა. დედაქალაქურ დერბიში, “არმაზმა” გაჭირვებაში მყოფ “ყოჩებს” 33:17 აჯობა, ხოლო “არმიამ”, მძიმე ბრძოლაში რუსთავის “ხარებს” 23:17 აჯობა.
საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატი რაგბიში
II ტური. 16 აპრილი. შაბათი
თბილისი. “შევარდენი” (ხელოვნური).
არმია (თბილისი) - ხარები (რუსთავი) 23:17
თბილისი. “შევარდენი” (ხელოვნური).
აკადემია (თბილისი) - აია (ქუთაისი) 3:21
თბილისი. “ვისოლი” (დიდი დიღომი).
არმაზი (თბილისი) - ყოჩები (თბილისი) 33:17
თბილისი. “მიხეილ მესხი” (სათადარიგო).
ლოკომოტივი (თბილისი) - ლელო (თბილისი) 19:27
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია