საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, საფრანგეთში მიმდინარე ექსპერიმენტალური ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში, რუს თანატოლებს ტოლი არ დაუდო და მეტოქე 38:3 გაანადგურა.
რუსმა მორაგბეებმა ანგარიში ჯარიმით გახსნეს და იფიქრეს, ქართველებთან მოგებას ვეღირსებითო, მაგრამ ლევან მგელაძის შეგირდები სრული სვლით ამოქმედდნენ და მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალება აღარ მისცეს. პატარა ქართველებმა პირველ ტაიმში სამი ლელო გაიტანეს და სამივე რეალიზაცია გამოიყენეს, რის შემდეგაც, ტაიმი 21:3 მოიგეს. ისინი არც მეორე ნახევარში მოეშვნენ და კვლავ სამი ლელო მიითვალეს, ოღონდ ამჯერად, მხოლოდ ერთი რეალიზაცია გამოიყენეს და ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც “ბორჯღალოსნების” მეტოქე იტალიის ნაკრები იქნება, რომელმაც პორტუგალიას მოკრძალებული ანგარიშით, 14:3 სძლია. ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვება შოტლანდიამ მიითვალა, რომელმაც რუმინეთი 65:3 დაიბრიყვა. მეოთხე მეოთხედფინალში გერმანიამ ბელგიას 27:11 აჯობა და ნახევარფინალში გავიდა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატამდე, ექვსი ერის წარმომადგენელთა 18-წლამდე ნაკრებებმა შესარჩევი ეტაპი ითამაშეს და ორი უარესი - შოტლანდია და იტალია, პირველ დივიზიონში დაქვეითდნენ. შესაბამისად, ქართველებს ძლიერ მეტოქეებთან ძალის მოსინჯვის შესაძლებლობა ეძლევათ და საკუთარი ძალის აქ დამტკიცებით, ვინ იცის, იქნებ შანსი ეროვნული ნაკრებების დონეზეც გაგვიჩნდეს.
საქართველოს ნაკრებმა რუსეთის წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: აფციაური, გიორგაძე, მჭედლიძე, შარიქაძე ფრუიძე (პინაიშვილი, 60), ტალახაძე (ბასილაია, 36), ხუციშვილი, თეთრაშვილი, ლომთაძე (ხიდეშელი, 55), ახობაძე, სორდია, მჭედლიშვილი (მოსეშვილი, 58), შუბითიძე (ნიკოლავა, 68), ოლქიაშვილი, მარდალეიშვილი (ასათიანი, 64).
6 ლ: ფრუიძე, მჭედლიძე, შარიქაძე, გიორგაძე აფციაური (2),
4 გ: ხუციშვილი, აფციაური (2) მჭედლიძე.
0:3 (4), 7:3 (10), 14:3 (19), 21:3 (33) / 28:3 (37), 33:3 (44), 38:3 (65).
პირველი დივიზიონი. საფრანგეთი (ტარბი, ოში). 15-24 აპრილი
1/4-ფინალი. 16 აპრილი
1. შოტლანდია - რუმინეთი 65:3
2. იტალია - პორტუგალია 14:3
3. საქართველო - რუსეთი 38:3
4. ბელგია - გერმანია 11:27
თასის ნახევარფინალები. 19 აპრილი
5. შოტლანდია - გერმანია
6. იტალია - საქართველო
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის. 19 აპრილი
7. რუმინეთი - ბელგია
8. პორტუგალია - რუსეთი
23 აპრილი
მეშვიდე ადგილისთვის
მეშვიდეს დამარცხებული - მერვეს დამარცხებული
მეხუთე ადგილისთვის
მეშვიდეს გამარჯვებული - მერვეს გამარჯვებული
მესამე ადგილისთვის
მეხუთეს დამარცხებული - მეექვსეს დამარცხებული
ფინალი
მეხუთეს გამარჯვებული - მეექვსეს გამარჯვებული
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია