ამბები

22:51 | 21.04.2011 | ნანახია 1979 - ჯერ

საჭირო სემინარი ოცწლამდელებისთვის

შესაძლოა, არცერთ დამწყებ თუ სტაჟიან სპორტსმენს ამის შეხსენება არ ჭირდებოდეს, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა და საქართველოს ანტი-დოპინგურმა სააგენტომ ქართველ 20-წლამდე მორაგბეებს საჭირო და დროული სემინარი ჩაუტარა.  
საქართველოს ანტი-დოპინგური (GADA) სააგენტოს თანამშრომლებმა სწორად გადაწყვიტეს - ახალგაზრდა მორაგბეებს დოპინგის ტესტ-ჩავარდნისგან თავის დაღწევის კანონიერი გზები ასწავლეს. ნუ მიიღებ აკრძალულ პრეპარატებს, ნუ დაეწაფები “კანაფს”, იცოდე შენი უფლებები და სუფთა ხარ - სწორედ “სპორტში სუფთაობის” პრინციპის დასაცავად შეიქმნა მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს და საქართველოს წარმომადგენლობა.
შეცდომის თავიდან ასარიდებლად, ანტიდოპინგურმა კომიტეტმა ქართველ მორაგბეებს კარგად გააცნო, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი პრობლემებისგან, რა პრეპარატებს უნდა ერიდონ და როგორი უნდა იყოს მათი დღის წესრიგი. ამ სწავლების პრინციპი ერთი იყო - ჩვენ გასწავლეთ და გთხოვთ, გაითვალისწინოთ, იმედია, კონტროლზე არასდროს არავინ ჩავარდება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.099414