საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე, ოცდასამ აპრილს თავის მესამე მატჩს გამართავს და მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.
პატარა “ბორჯღალოსნებმა” ამ ასაკობრივი ჯგუფის ევროპის ჩემპიონატზე, შარშან საუკეთესო შედეგი აჩვენეს და მესამე ადგილი დაიკავეს, ახლა კი, გასული წლის მიღწევის გამეორება შეუძლიათ. ამისათვის მათ გერმანიის ნაკრების დამარცხება მართებთ, რომელმაც მეოთხედფინალში ბელგიას 27:11 სძლია, ხოლო ნახევარფინალში შოტლანდიასთან 3:87 შერცხვა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მეოთხედფინალში რუსეთი 38:3 შეარცხვინა, ხოლო მეოთხედფინალში იტალიას მხოლოდ მეორე ნახევარში ებრძოლა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა და პირველი ტაიმის 3:29-ით დათმობის შემდეგ, ჯამში 16:36 დამარცხდა.
წელს 18-წლამდე ევროპის ჩემპიონატი განსხვავებული სისტემით იმართება. წინასწარ შესარჩევ ეტაპზე, “ექვსი ერის” ორი უსუსტესი გუნდის ვინაობა გაირკვა, რომლებიც შოტლანდია და იტალია აღმოჩნდნენ და ისინი ეგრეთწოდებულ მეორე დონის გუნდებთან გაერთიანდნენ. როგორც აღმოჩნდა, ისინი ჯერჯერობით, დანარჩენებზე ძლიერები არიან და ფინალში ერთურთს შეერკინებიან. ბელგია და პორტუგალია მეხუთე-მეექვსე ადგილს გაითამაშებენ, ხოლო რუსეთი და რუმინეთი ბოლო ადგილისთვის თავის დაღწევას შეეცდებიან. ბოლო ადგილოსანი მომავალ წელს მეორე დივიზიონში დაქვეითდება და ადგილს ესპანეთსა და შვედეთს შორის გამარჯვებულს დაუთმობს.
ბარემ ისიც ვთქვათ, რომ საუკეთესო ოთხეულის ნახევარფინალში, ირლანდიამ საფრანგეთს 19:17 აჯობა, ხოლო ინგლისმა უელსს 38:34 და ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის ინგლისი და ირლანდია იბრძოლებენ, ხოლო საფრანგეთი და უელსი მესამე ადგილს გაითამაშებენ.
ევროპის ჩემპიონატი 18-წლამდე მორაგბეებს შორის
პირველი დივიზიონი. საფრანგეთი (ტარბი, ოში)
23 აპრილი
მეშვიდე ადგილისთვის
რუმინეთი - რუსეთი (13:00 საათი)
მეხუთე ადგილისთვის
ბელგია - პორტუგალია (16:00 საათი)
მესამე ადგილისთვის
საქართველო - გერმანია (14:00 საათი)
ფინალი
შოტლანდია - იტალია (16:00 საათი)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია