საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩში, გერმანია 40:0 გაანადგურა და მე-3 ადგილი დაიკავა.
პატარა “ბორჯღალოსნები” გასულ წელსაც მე-3 ადგილზე გავიდნენ, რაც ამ ასაკობრივ ჯგუფში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. ნახევარფინალში პატარა ქართველები იტალიასთან დამარცხდნენ და მიღწეულის გაუმჯობესების შანსი აღარ ჰქონდათ, მაგრამ არ მოეშვნენ და დაამტკიცეს, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოები არიან.
ფინალში შოტლანდია იტალიას ეთამაშება და მატჩი 16.00 საათზე დაიწყება
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია