საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატის III ტურის შემდეგ, დაუმარცხებელი მხოლოდ ქუთაისის “აია” დარჩა, რომელმაც თბილისის “არმაზს” ფოთში უმასპინძლა და ზედიზედ მესამე შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
ერთადერთი გუნდი, რომელიც წელს სამი თამაშის შემდეგ უქულოდაა, თბილისის “ყოჩებია”, რომელიც საქართველოს ჩემპიონ “ლოკომოტივთან” 17:33 დამარცხდა. ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, უმაღლესი ლიგის დებიუტანტმა “არმიამ”, ქვეყნის თასის მფლობელ “ლელოს” დაძაბულ ბრძოლაში 23:21 სძლია. დაძაბული გამოდგა მეორე ეშელონის გუნდების, რუსთავის “ხარებისა” და თბილისის “აკადემიას” ჯახი და იქ, ერთგული გულშემატკივრების თვალწინ, რუსთაველებმა წლეულს პირველი გამარჯვება იზეიმეს - 22:19.
საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატი რაგბიში
30 აპრილი. შაბათი. III ტური
რუსთავი. “ტექნიკუმი”.
ხარები (რუსთავი) - აკადემია (თბილისი) 22:19
თბილისი. “ვისოლი”.
ყოჩები (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 17:33
თბილისი. “შევარდენი”.
ლელო (თბილისი) - არმია (თბილისი) 21:23
ფოთი. “მალთაყვა”.
აია (ქუთაისი) - არმაზი (თბილისი) 36:16
1 | აია | 3 | 3 | 0 | 0 | 92-19 | 6 |
2 | ლელო | 3 | 2 | 0 | 1 | 84-54 | 4 |
3 | ლოკომოტივი | 3 | 2 | 0 | 1 | 78-60 | 4 |
4 | არმია | 3 | 2 | 0 | 1 | 62-64 | 4 |
5 | აკადემია | 3 | 1 | 0 | 2 | 41-58 | 2 |
6 | არმაზი | 3 | 1 | 0 | 2 | 61-89 | 2 |
7 | ხარები | 3 | 1 | 0 | 2 | 39-77 | 2 |
8 | ყოჩები | 3 | 0 | 0 | 3 | 49-85 | 0 |
მომდევნო ტური
5 მაისი: არმია - აკადემია, ლელო - ყოჩები, ლოკომოტივი - აია, არმაზი - ხარები
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია