იტალიის სარაგბო ფედერაციამ ფრანგული “პერპინიანის” თავკაც ჟაკ ბრუნელთან კონტრაქტის გაფორმების ფაქტი დაადასტურა. ESPNscrum-ის ცნობით, 57 წლის მწვრთნელი აპენინელებს სათავეში 2011 წლის მსოფლიოს თასის დასრულების შემდეგ ჩაუდგება და ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
ცნობისთვის, 2003 და 2007 წლებში, როდესაც საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს თასის ნახევარფინალში გასვლას ახერხებდა, ბრუნელი მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ.
ფრანგი სპეციალისტი იტალიელთა თავკაცის პოსტზე ინგლისელ ნიკ მალეტს ჩაანაცვლებს, რომლის ხელშიც გუნდმა “ექვსი ერის” გათამაშებაში ფრანგებს ისტორიული მარცხი (22:21) აგემა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია