საქართველოს 15-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, ვიენის საერთაშორისო ტურნირზე მხოლოდ ფინალური შეხვედრა დათმო, კორსიკაზე გადაბარგების შემდეგ კი, მორიგ საერთაშორისო შეჯიბრში ყველა მატჩი მოიგო და გამარჯვებულის ტიტულიც დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ ვიენაში პატარა “ბორჯღალოსნებმა” რვა მატჩში იმარჯვეს, ერთი ფრედ დაასრულეს და ფინალში ფრანგულ “სენ ჟორჟთან” 0:12 დამარცხდნენ, კორსიკაზე (მატჩები პატარა ქალაქებში – კასინცასა და მონტიჩელოში იმართებოდა) კი შვიდი შეხვედრა (ერთ შემთხვევაში, მეტოქე სათამაშოდ არ გამოცხადდა) ნოლზე მოიგეს.
აღსანიშნავია, რომ ზელანდიური ქრაისთჩერჩის სკოლების ნაკრების განადგურების (47:0) შემდეგ, მეტოქის წარმომადგენლებმა “თავი იმართლეს“ – არჩევანი 600 ბავშვიდან გავაკეთეთ, რაც კარგი სელექცისთვის საკმარისი ნამდვილად არ არისო. არადა, აქ საუბარია ერთი რეგიონის სარაგბო სკოლებში რიცხულ 15-წლამდე მორაგბეებზე, რომელთა რაოდენობაც კი მეტია იმ კონტიგენტზე, საიდანაც მთლიანად საქართველოს ნაკრები შეირჩა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფრანგულ ტურნირებზე ტაიმების ხანგრძლივობა 7-7 წუთი იყო, რაც მეტოქეებთან შედარებით, ქართველ მორაგბეთა სიძლიერეს კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს. “ბორჯღალოსნები” დროის სიმცირის მიუხედავადაც კი, თითქმის ყოველ მატჩს დიდი სხვაობით იგებდნენ და იყო თამაშები, სადაც ქართველთა თითქმის ყველა შეტევა ლელოთი სრულდებოდა.
ქვემოთ მატჩების შედეგებს გთავაზობთ, რაც ქართველი 15-წლამდელების უპირატესობაზე ცხად წარმოდგენას შეგიქმნით:
კორსიკის ტურნირი 15-წლამდე მორაგბეთა შორის
საქართველო – კორსიკა-2 40:0
საქართველო – ვიენა რვრ (საფრანგეთი) 64:0
საქართველო – ვიენა რვრ-2 (საფრანგეთი) 57:0
საქართველო – მარსელი (საფრანგეთი) 38:0
საქართველო – კორსიკა 41:0
საქართველო – სარდინია (მეტოქე არ გამოცხადდა)
საქართველო – კორსიკა-3 17:0
საქართველო – ქრაისთჩერჩი (ახალი ზელანდია) 47:0
საქართველოს თხუთმეტწლამდელთა ნაკრების შემადგენლობა: ვახო გაბისიანი (ჯიქები), გიგი ქურასბედიანი (ჯიქები), ლაშა საჯაია (ჯიქები), ირაკლი სვანიძე (ხულიგანა), სოსო ჯაფარიძე (ხულიგანა), ლუკა იურინი (აკადემია), ბექა მაზმიშვილი (აკადემია), ვახტანგ ქავთარაძე (აკადემია), კოტე ახობაძე (აკადემია), სანდრო ილურიძე (აკადემია), თორნიკე მანაგაძე (ქუთაისი), შოთა არეშიძე (ქუთაისი), გივი ლოსაბერიძე (ქუთაისი), ნოე კოპალიანი (თ.ს.უ.), გიორგი ჯოხია (თ.ს.უ.), დაჩი ელერდაშვილი (ვეფხვები), გიორგი ჯღამაია (ფოთი), გუგა შავიძე (თ.ს.უ.), ვასილ ლობჟანიძე (არმაზი).
მწვრთნელები: ზვიად ცუხიშვილი, გიორგი ენუქიძე
მენეჯერი: ია ხურცილავა
ექიმი: რევაზ ჭუმბურიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია