ამბები

21:09 | 5.05.2011 | ნანახია 2643 - ჯერ

“აია” დაუმარცხებელია!

საქართველოს მორაგბეთა XXXIII ჩემპიონატის IV ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, თბილისის “ლოკომოტივმა” და ქუთაისის “აიამ” ქულები მხოლოდ ჯარიმებით აგროვეს. ქუთათურებმა მეტოქეზე ერთით მეტი გაიტანეს, 21:18 იმარჯვეს და წლევანდელ გათამაშებას უდანაკარგოდ ლიდერობენ.
გასული წლის მესამეადგილოსანი, თბილისის “ყოჩები”, წელს სათანადადოდ ვერ ბურთაობს და მეოთხედაც დამარცხდა, მაგრამ ვიცე-ჩემპიონ “ლელოს” გვარიანი ბრძოლა გაუმართა და სულ რაღაც 20:36 დამარცხდა. სანაკრებო კადრებით გაძლიერებულმა “არმიამ”, “აკადემიას” ძვრა ვერ უყო და მასთან ფრეს დასჯერდა - 22:22. მეოთხე ტურის მეოთხე შეხვედრაში, თბილისის “არმაზმა” რუსთავის “ხარებს” 9:5 აჯობა და საწყისი ეტაპისთვის მეტოქეზე უკეთესი მდგომარეობა დაიკავა.

საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატი რაგბიში
5 მაისი. ხუთშაბათი
თბილისი. “ავჭალა” (ხელოვნური).

ლოკომოტივი (თბილისი) - აია (ქუთაისი) 18:21
თბილისი. “ავჭალა”.
ლელო (თბილისი) - ყოჩები (თბილისი) 36:20
თბილისი. “შევარდენი” (ხელოვნური).
არმაზი (თბილისი) - ხარები (რუსთავი) 9:5
თბილისი. “შევარდენი” (ხელოვნური).
არმია (თბილისი) - აკადემია (თბილისი) 22:22
 

1 აია 4 4 0 0 113-37 8
2 ლელო 4 3 0 1 120-74 6
3 არმია     4 2 1 1 84-86 5
4  ლოკომოტივი 4 2 0 2 96-81 4
5  არმაზი 4 2 0 2 70-95 4
6 აკადემია 4 1 1 2 63-80 3
7 ხარები 4 1 0 3 44-86 2
8 ყოჩები 4 0 0 4 69-121 0



მომდევნო ტური
10 მაისი:
ყოჩები - არმია, აია - ლელო, ხარები - ლოკომოტივი, აკადემია - არმაზი
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.091031