ქუთაისის “აია” საქართველოს მორაგბეთა XXIII ჩემპიონატის ერთთვიან შესვენებაზე დაუმარცხებელი გავიდა. V ტურში მან, უახლოეს მდევარ თბილისის “ლელოს” ფოთში უმასპინძლა, დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე 31:25 დაამარცხა და ერთპიროვნული ლიდერობა, მინიმუმ, პირველი წრის ბოლომდე შეინარჩუნა.
“ლელოს” მარცხით კარგად ისარგებლა “არმიამ”, რომელმაც აუტსაიდერ “ყოჩებს” მიმდინარე სეზონში მეხუთე მარცხი აგემა (26:6), თავად მეორე საფეხურამდე აღზევდა, მეტოქე კი ცხრილის ფსკერზე დატოვა. მას არც საქართველოს ჩემპიონი “ლოკომოტივი” ჩამორჩა, რომელმაც რუსთავში მასპინძელ “ხარებს” 22:5 სძლია და “ლელოს” ქულებით გაუთანაბრდა, თუმცა მას, ურთიერთშეხვედრებში განცდილი მარცხის გამო ჩამორჩება. ზედიზედ მეორე შეხვედრა დაასრულა ფრედ “აკადემიამ”. ამჯერად, ის “არმაზს” დაუზავდა - 26:26.
საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატი რაგბიში
10 მაისი. სამშაბათი. V ტური
რუსთავი. “ტექნიკუმი”.
ხარები (რუსთავი) - ლოკომოტივი (თბილისი) 5:22
თბილისი. “შევარდენი” (ხელოვნური).
ყოჩები (თბილისი) - არმია (თბილისი) 6:26
ფოთი. მალთაყვა.
აია (ქუთაისი) - ლელო (თბილისი) 31:25
თბილისი. “ავჭალა” (ხელოვნური).
აკადემია (თბილისი) - არმაზი (თბილისი) 26:26
1 | აია | 5 | 5 | 0 | 0 | 144-62 | 10 |
2 | არმია | 5 | 3 | 1 | 1 | 110-92 | 7 |
3 | ლელო | 5 | 3 | 0 | 2 | 145-105 | 6 |
4 | ლოკომოტივი | 5 | 3 | 0 | 2 | 118-86 | 6 |
5 | არმაზი | 5 | 2 | 1 | 2 | 96-120 | 5 |
6 | აკადემია | 5 | 1 | 2 | 2 | 89-106 | 4 |
7 | ხარები | 5 | 1 | 0 | 4 | 49-108 | 2 |
8 | ყოჩები | 5 | 0 | 0 | 5 | 75-147 | 0 |
მომდევნო ტური
11 ივნისი: არმია - არმაზი, ყოჩები - აია, ლელო - ხარები, ლოკომოტივი - აკადემია.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია