სანამ ირლანდიური “ლინსტერი” და ინგლისური “ნორთჰემპტონი” უელსის დედაქალაქ კარდიფში ერთმანეთს ევროპის ყველაზე პერსტიჟულ საკლუბო ტურნირ “ჰეინეკენის თასზე” ერთმანეთს” დაუპირისდებოდნენ, ამავე ქალაქში, რანგით მეორე “ამლინ ჩელენჯ ქაფის” ფინალში, ინგლისურმა “ჰარლექუინსმა” ფრანგული “სტად ფრანსე” ერთი ქულით დაამარცხა და ეს ჯილდო მესამედ აღმართა.
პირველ ტაიმში ინგლისელებმა სამი ჯარიმა გაიტანეს, ფრანგებმა - ორი. მეორე ნახევრის დასაწყისში “სტად ფრანსემ” ჯარიმით წონასწორობა აღადგინა, მერე არეკნით დაწინაურდა და 57-ე წუთზე, ჯარიმით უპირატესობა ექვს ქულამდე გაზარდა - 15:9. ინგლისელებმა ჩამორჩენა ჯარიმით 66-ე წუთზე შეამცირეს, თუმცა, ფრანგებმა 72-ე წუთზე, მეორე არეკნი შეასრულეს და კვლავ ექვსი ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე სამიოდე წუთით ადრე, “ჰარლექუინსმა” შეხვედრის ერთადერთი ლელოთი, დაგვირგვინებული შეტევა განახორციელა, რეალიზაციაც ზუსტი აღმოჩნდა და თასი ინგლისურმა კლუბმა დაისაკუთრა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია