ამბები

12:00 | 22.05.2011 | ნანახია 1687 - ჯერ

ინგლისი სამშობლოში დაამუხრუჭეს

ინგლისელთა ოცნებას, რომ 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერიას წლეულს პირველად მოიგებდნენ, მათსავე სამშობლოში, ლონდონში, უდიდესი დარტყმა მიადგა. ჯგუფურ ეტაპზე, საფრანგეთთან განცდილი სენსაციური მარცხის შემდეგ, თასისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად დასკვნით მატჩში არგენტინის უცილობლად დამარცხება მართებდათ, მაგრამ სასურველი შედეგი ვერ შეინარჩუნეს, შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე, სამხრეთელებისგან ლელო გაუშვეს, მხოლოდ ფრეს დასჯერდნენ და ჯგუფში მესამე ადგილზე დარჩნენ.
ეს პირველი შემთხვევაა მიმდინარე სერიაში, როდესაც ინგლისელები თასისთვის ბრძოლას ჯგუფური ეტაპიდან ეთიშებიან და ახლა, ჯამში წარმატების მისაღწევად, მას გამარჯვებებთან ერთად ახალი ზელანდიის წარუმატებლობაც ჭირდება. მიმდინარე სერიის ბოლოსწინა ეტაპზე, “თვიქნემში” შეჯიბრს სარეკორდო მაყურებელი დაესწრო - 54357 და ამდენი გულშემატკივარის თვალწინ მარცხი, ინგლისელებისთვის ორმაგად სამარცხვინოა. საფრანგეთმა ინგლისს 2008 წლის შემდეგ პირველად მოუგო, მერე აშშ-ც დასცა და 2009 წლის ლონდონის ეტაპიდან მოყოლებული, თასის მეოთხედფინალში პირველად გააღწია.
სერიის ლიდერმა ახალმა ზელანდიამ, ჯგუფური ეტაპი უდანაკარგოდ გადალახა. მის მსგავსად, ჯგუფში სამ-სამი შეხვედრა მოიგეს ფიჯიმ და ავსტრალიამ, ოღონდ “კენგურუებს” ყველა მატჩში მძიმე ბრძოლის გადახდა მოუწიათ და მეტოქეებს მცირე სხვაობებით სძლიეს, ფიჯიმ კი ლონდონში ყველაზე დიდი შედეგი დააფიქსირა, როდესაც რუსეთი 41:0 გაანადგურა.    

A ჯგუფი
ახალი ზელანდია - კენია 28:12
უელსი - ესპანეთი 33:10
ახალი ზელანდია - ესპანეთი 40:7
უელსი - კენია 29:12
კენია - ესპანეთი 7:17
ახალი ზელანდია - უელსი 31:12
 

1 ახალი ზელანდია   3 3 0 0 99-31 9
2 უელსი 3 2 0 1 74-53 7
3 ესპანეთი 3 1 0 2 34-80 5
4 კენია  3 0 0 3 31-74 3


B ჯგუფი
ინგლისი - აშშ 31:21
არგენტინა - საფრანგეთი 28:15
ინგლისი - საფრანგეთი 14:21
არგენტინა - აშშ 21:22
აშშ - საფრანგეთი 17:24
ინგლისი - არგენტინა 12:12
 

1  საფრანგეთი 3 2 0 1 60-59 7
2   არგენტინა 3 1 1 1 61-49 6
3  ინგლისი 3 1 1 1 57-54 6
4   აშშ  3 1 0 2 60-76 5


C ჯგუფი
სამოა - შოტლანდია 19:15
ავსტრალია - კანადა 19:14
სამოა - კანადა 38:24
ავსტრალია - შოტლანდია 24:21
შოტლანდია - კანადა 12:25
სამოა - ავსტრალია 20:21
 

1 ავსტრალია 3 3 0 0 64-55 9
2   სამოა 3 2 0 1 77-6 7
3  კანადა 3 1 0 2 63-69 5
4  შოტლანდია 3 0 0 3 48-68 3


D ჯგუფი
სამხრეთ აფრიკა - რუსეთი 17:7
ფიჯი - პორტუგალია 24:21
სამხრეთ აფრიკა - პორტუგალია 22:7
ფიჯი - რუსეთი 41:0
რუსეთი - პორტუგალია 12:12
სამხრეთ აფრიკა - ფიჯი 7:12
 

1  ფიჯი  3 3 0 0 77-28 9
2 სამხრეთ აფრიკა  3 2 0 1 46-26 7
3  პორტუგალია 3 0 1 2 40-58 4
4  რუსეთი 3 0 1 2 19-70 4


მეოთხედფინალები IX-XVI ადგილებისათვის
ესპანეთი - აშშ
პორტუგალია - შოტლანდია
კანადა - რუსეთი
ინგლისი - კენია
 

თასის მეოთხედფინალები
ახალი ზელანდია - არგენტინა
ფიჯი - სამოა
ავსტრალია - სამხრეთ აფრიკა
საფრანგეთი - უელსი

საერთო ცხრილი ექვსი ეტაპის შემდეგ
1.    ახალი ზელანდია - 134
2.    ინგლისი - 121
3.    სამოა - 100
4.    სამხრეთ აფრიკა - 92
5.    ფიჯი - 90
6.    ავსტრალია - 52
7.    არგენტინა - 32
8.    უელსი - 30
9.    კენია - 12
10.    აშშ - 10
11.    შოტლანდია - 8
12.    პორტუგალია - 8
13.    რუსეთი - 8
14.    კანადა – 5

 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.10247