ახალი ზელანდიის 7-კაცა ნაკრებმა, მსოფლიოს სერიის ლონდონის ეტაპის ნახევარფინალში გასვლით, საკუთარ მონაგარს 16 ქულა შემატა, ჯამში 150 დააგროვა და უახლოესი კონკურენტისთვის მიუწვდომელი გახდა. უშუალოდ ეტაპი სამხრეთაფრიკალთა გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე განცდილი მარცხისთვის რევანში ფინალში აიღო და წლეულს, აშშ-ს ეტაპის შემდეგ მეორე ეტაპი მოიგო, ხოლო ლონდონში 2005 წლის შემდეგ პირველად იმარჯვა.
ჯგუფურ ეტაპზე წარუმატებელი თამაშის შემდეგ, მასპინძელი ინგლისი IX ადგილის მეოთხედფინალში, მოულოდნელად კენიასთან დამარცხდა (17:19) და ცხადი გახდა, რომ შინაურ ეტაპზე უქულოდ დარჩებოდა, ზელანდიამ თასის მეოთხედფინალში არგენტინა 31:14 დაამარცხა, საერთო ჩათვლაში მონაგარს 16 ქულა ნაადრევად შემატა, რის შემდეგაც, მეტოქისთვის მიუწვდომელი შეიქნა, სერიის მოგება ნაადრევად იზეიმა და ნახევარფინალში ფიჯისთან მშვიდად დამარცხდა - 19:42.
სამხრეთ აფრიკამ მეოთხედფინალში ავსტრალიის ძლევის შემდეგ, უელსთან მძიმე ბრძოლა გადაიტანა და მეტოქე ერთი გარდასახვით (21:19) დასცა, რის შემდეგაც ფინალში ფიჯის წინაშე წარდგა, რომელთანაც ჯგუფურ ეტაპზე დამარცხდა. გადამწყვეტი ჯახი აფრიკელთათვის ცუდად დაიწყო, ფიჯელებმა ორი ლელო გაიტანეს და 14:0 დაწინაურდნენ, მაგრამ სამხრეთ აფრიკამ ძალები მოიკრიბა, დარჩენილ დროში ოთხი უპასუხო ლელო გაიტანა, ორი გარდასახვა გამოიყენა და 24:14 იმარჯვა, რითაც ლონდონის ეტაპი მოიგო და ჯამში მეორე ადგილის დაკავების შანსი შეინარჩუნა. დასკვნით, მერვე ეტაპზე, რომელიც ედინბურგში გაიმართება, მეორე ადგილისთვის აფრიკელებთან და ინგლისთან ერთად სამოა და ფიჯი იბრძოლებენ.
ლონდონის სერიის საუკეთესო მელელოვე და მექულე სამოელი ტომ იოსეფო გახდა, რომელმაც 10 ლელო გაიტანა და 50 ქულა მოაგროვა. 8 ლელო მიითვალა ინგლისელმა დენ ნორტონმა, ფიჯელმა მეტიუსელა ტალებულამ კი, 48 ქულა მოინაგრა.
მეოთხედფინალები IX-XVI ადგილებისათვის
ესპანეთი - აშშ 14:0
პორტუგალია - შოტლანდია 0:26
კანადა - რუსეთი 12:15
ინგლისი - კენია 17:19
თასის მეოთხედფინალები
ახალი ზელანდია - არგენტინა 31:14
ფიჯი - სამოა 26:14
ავსტრალია - სამხრეთ აფრიკა 0:17
საფრანგეთი - უელსი 12:19
ნახევარფინალები XIII-XVI ადგილებისათვის
აშშ - პორტუგალია 15:21
კანადა - ინგლისი 14:22
ნახევარფინალები IX-XII ადგილებისათვის
ესპანეთი - შოტლანდია 17:19
რუსეთი - კენია 15:19
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
არგენტინა - სამოა 0:38
ავსტრალია - საფრანგეთი 19:0
თასის ნახევარფინალები
ახალი ზელანდია - ფიჯი 19:42
სამხრეთ აფრიკა - უელსი 21:19
XIII ადგილისთვის
პორტუგალია - ინგლისი 7:22
IX ადგილისთვის
შოტლანდია - კენია 21:19
V ადგილისთვის
სამოა - ავსტრალია 22:12
ფინალი
ფიჯი - სამხრეთ აფრიკა 14:24
საერთო ცხრილი შვიდი ეტაპის შემდეგ
1. ახალი ზელანდია - 150
2. ინგლისი - 121
3. სამხრეთ აფრიკა - 116
4. სამოა - 112
5. ფიჯი - 110
6. ავსტრალია - 60
7. უელსი - 46
8. არგენტინა - 38
9. კენია - 12
10. შოტლანდია - 12
11. აშშ - 10
12. პორტუგალია - 8
13. რუსეთი - 8
14. საფრანგეთი - 6
15. კანადა - 5
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია