ამბები

16:44 | 24.05.2011 | ნანახია 4572 - ჯერ

სამოასა და იაპონიის წარმატებული სტარტი

თბილისში მიმდინარე 20-წლამდე მორაგბეთა “ალაფის” პირველ შეხვედრაში, A ჯგუფში, სამოამ ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს 48:11 სძლია. სამოელებმა 7 ლელო გაიტანეს, რასაც ამერიკელებმა მხოლოდ ერთით უპასუხეს. B ჯგუფის მატჩში, რომელიც "შევარდენის" სტადიონზე გაიმართა, იაპონიამ ზიმბაბვეს 37:24 აჯობა. მომდევნო, მეორე ტურში, 28 მაისს, სამოას ნაკრები ურუგვაის დაუპირსპირდება, ხოლო რუსეთი აშშ-ს ეთამაშება. საქართველოს ნაკრები თავის პირველ მატჩს 18.00 საათზე, კანადელების წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078914