ამბები

18:09 | 24.05.2011 | ნანახია 4478 - ჯერ

ურუგვაიმ რუსეთი გაანადგურა

თბილისში მინდინარე 20-წლამდე ასაკის მორაგბეთა მსოფლიო თასის “ალაფის” A ჯგუფში მეორე შეხვედრა გაიმართა. ურუგვაის ნაკრებმა პირველივე ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვა რუსეთის გუნდთან - 23:0. ბუნებრივია, სამხრეთამერიკელებმა ეს უპირატესობა შეინარჩუნეს და საბოლოოდ 33:5 იმარჯვეს. ეს გუნდები მეორე ტურის მატჩებს 28 მაისს გამართავენ - ურუგვაი სამოას ეთამაშება, ხოლო რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს დაუპირისპირდება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082082