საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა IRB-ის მსოფლიო თასის “ალაფის” პირველი ტურის შეხვედრაში კანადა 38:9 დაამარცხა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მეორე ტაიმში გატანილი ოთხი ლელოთი პრემიალური ქულაც მიითვალა.
პირველ ტაიმში გუნდებმა მხოლოდ ჯარიმები გაიტანეს და საქართველოს ნაკრებმა 12:3 მოიგო. ოთხი ჯარიმა ბახვა კობახიძემ შეასრულა. მეორე ნახევარში ქართველმა მორაგბეებმა უშუალოდ ლელოების გატანეზე ითამაშეს და მეოთხე, პრემიალური ქულის მომტანი ლელო საკუთარ ანგარიშზე ზურაბ ჟვანიამ ჩაიწერა.
მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 28 მაისს, ზიმბაბვეს წინააღმდეგ 18:00 საათზე, ავჭალის სტადიონზე გამართავს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია