ახალი ზელანდიისა და “ბლუზის” უკანახაზელი ჯო როკოკოკო, 2011 წლის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ კარიერას ევროპაში, ფრანგულ “ბაიონში” გააგრძელებს.
planet rugby-ს ინფორმაციით, 27 წლის მორაგბემ ფრანგულ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და თუ მხარეები მოისურვებენ, ის კიდევ ერთი წლით გაგრძელდება.
ფიჯიში დაბადებულ, მაგრამ ახალ ზელანდიაში მობურთალ როკოკოკოს, აქამდე უცხოურ კლუბში არასდროს უთამაშია. სამშობლოში ის “ბლუზის” და ოკლენდის პროვინციის ღირსებას იცავდა. 2003 წლიდან დღემდე, “ოლ ბლექსის” მაისურით სამოცდაექვს საერთაშორისო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გუნდს 230 ქულა (46 ლელო) შესძინა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია