ამბები

15:04 | 26.05.2011 | ნანახია 1596 - ჯერ

მაკკოუ “ოლ ბლექსში” 2015 წლამდე დარჩება

ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და “კრუზეიდერსის” კაპიტანმა, შერკინების მესამეხაზელმა რიჩი მაკკოუმ, ახალი ზელანდიის რაგბის კავშირთან (NZRU) ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მოქმედების ვადაც ინგლისში, 2015 წელს გასამართი მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ იწურება.
როგორც Scrum-ი იუწყება, ახლა, 30 წლის მაკკოუ, ისევე, როგორც მისი თანაგუნდელი დენ კარტერი, უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში უცხოურ გუნდებთან ხანგრძლივ კონტრაქტს ვეღარ გააფორმებენ. აღსანიშნავია, რომ კონტრაქტში ჩადებულია პირობა, რომლის მიხედვითაც, “ოლ ბლექსის” კაპიტანს ოკეანისგაღმელ კლუბებთან მოკლევადიანი ხელშეკრულებების გაფორმება შეუძლია, თუმცა, თავად ზელანდიელი ამ პერიოდის დასასვენებლად გამოყენებას გეგმავს.
“საკუთარი ქვეყნისა და “კრუზეიდარსის” სახელით მიყვარს რაგბის თამაში. საზღვარგარეთ თამაშის პერსპექტივა არასდროს მხიბლავდა. რაც შეეხება პუნქტს, რომლის მიხედვითაც გარკვეული არჩევანის საშუალება მეძლევა, ყოველთვის კარგია იმის გაფიქრება, რომ დასასვენებლად გარკვეული პერიოდი გექნება და მას სწორედ ამ მიზნით გამოვიყენებ” - განაცხადა მაკკოუმ, რომელიც საკუთარი ქვეყნის ღირსებას 2001 წლიდან იცავს და ამ პერიოდში ჩატარებულ 94 შეხვედრაში, გუნდს 98 ქულა შესძინა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082675