საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კანდიდატი, ფრანგული “ტულონის” პირველხაზელი დავით ქუბრიაშვილი, პირველი ქართველია, რომელიც ცნობილი “ბარბაროსების” მაისურს მოირგებს.
“ბარბაროსები” ის სარაგბო კლუბია, რომელიც პერიოდულად, უმეტესად სეზონის მიწურულს, მსოფლიოს უძლიერესი მორაგბეებისგან ყალიბდება და წამყვანი სარაგბო ქვეყნების ნაკრებებთან შეხვედრებს მართავს. მათ პირველი შეხვედრა შორეულ 1890 წელს გამართეს. 2006 წელს ეს გუნდი საქართველოსაც ეწვია და თბილისში საქართველოს ნაკრები 28:19 დაამარცხა.
29 მაისს, “ბარბაროსები” ინგლისის ნაკრებს ეთამაშება და ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იქნება. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდის შემადგენლობაში პირველად მოხვდა ნორვეგიელი სპორტსმენიც, შერკინების მეორეხაზელი ერიკ ლანდი და ამრიგად, იმ ქვეყნების რიცხვი, რომელთა წარმომადგენლებსაც “ბარბაროსების” შემადგენლობაში უთამაშიათ 31-მდე გაიზრდება.
გუნდში ყველაზე მეტი წარმომადგენელი ფრანგული კლუბებიდან ჰყავთ, მათ შორის კი “ტულონი” ლიდერობს, რომელსაც ამ გუნდში შვიდი მორაგბე ჰყავს მივლენილი. მომდევნო მატჩს “ბარბაროსები” ოთხ ივნისს, უელსის წინააღმდეგ გამართავს. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მსოფლიოს ნაკრებში პირველად ითამაშა ქართველმა მორაგბემ, შერკინების პირველხაზელმა დავით ზირაქაშვილმა, ახლა კი, ქართველი “ბარბეროსებშიც” გამოჩნდა.
ბარბაროსები: 15. ნიკოლა ჟანჟანი (“ბრივი”, საფრანგეთი), 14. პოლ საკი (“ტულონი”, საფრანგეთი), 13. ბენუა ბაბი (“კლერმონი”, საფრანგეთი), 12. მატეო ბასტარო (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი), 11. ტიმ ვიზერი (“ედინბურგი”, შოტლანდია), 10. ფრედერიკ მიშალაკი (“ტულუზა”, საფრანგეთი), 9. რუან პიენარი (“ოლსტერი”, ირლანდია); 1. სალვატორე პერუჯინი (“აირონი”, იტალია), 2. ლეონარდო ჯირალდინი (“ბენეტენი”, იტალია), 3. დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი), 4. ერიკ ლანდი (“ბიარიცი”, საფრანგეთი) 5. პოლ ტიტო (“კარდიფი”, უელსი), 6. ჯო ვან ნიკერკი (“ტულონი”, საფრანგეთი), 7. ჯორჯ სმიტი (“ტულონი”, საფრანგეთი), 8. სერჯიო პარისე (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი).
სათადარიგოები: 16. სებასტიან ბრუნო (“ტულონი”, საფრანგეთი), 17. კარლ ჰეიმანი (“ტულონი”, საფრანგეთი), 18. კუენტინ გელდენჰაუზი (“აირონი”, იტალია), 19. მარტინ უილიამსი (“კარდიფი”, უელსი), 20. სებასტიან ტილუს-ბორდე (“კასტრი”, საფრანგეთი), 21. უილ მესონი (“ტულონი”, საფრანგეთი), 22. სერუ რაბინი (“ლა როშელი”, საფრანგეთი).
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია