ამბები

16:59 | 28.05.2011 | ნანახია 4135 - ჯერ

იაპონია და სამოა წინ მიიწევენ

თბილისში მიმდინარე 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის ალაფის მეორე ტურის პირველი შეხვედრები ლოგიკური შედეგებით დასრულდა.
ავჭალის სტადიონზე, B ჯგუფის შეხვედრაში იაპონიამ კანადის ნაკრებს 30:15 მოუგო, 4-ზე მეტი ლელო გაუტანა და ერთი პრემიალური ქულაც მიითვალა.
მეორე მატჩი “შევარდენზე” გაიმართა. სამოას გუნდმა 37:6 დაამარცხა ურუგვაი და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება და ფინალში გასვლა  თითქმის გაინაღდა.
შემდეგ ავჭალის სტადიონზე A ჯგუფის მეორე შეხვედრა შედგა: რუსეთის ნაკრებმა აშშ-ის გუნდი 42:36 დაამარცხა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081962