ამბები

20:29 | 28.05.2011 | ნანახია 5960 - ჯერ

ქართველებმა ზიმბაბველებსაც აჯობეს

ზიმბაბვეს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, ქართველ თანატოლებს მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია წინააღმდეგობა. მეორე ნახევარში ქართველმა მორაგბეებმა სრულად გატეხეს აფრიკელთა წინააღმდეგობა და ჯამში 50:19 იმარჯვეს.
საქართველოს ნაკრებმა უპრობლემოდ მოიპოვა პრემიალური ქულა, რომელიც ოთხი და მეტი ლელოს გატანისთვისაა დანიშნული და იაპონიასთან ერთად B ჯგუფში გალიდერდა.
შესაბამისად, საქართველოსა და იაპონიის 20-წლამდელთა ნაკრები გუნდების შეხვედრა, რომელიც 1 ივნისს, 18 საათზე, ავჭალის სტადიონზე გაიმართება, გამარჯვებულის და ფინალში გამსვლელი გუნდის გამოვლენაში გადამწყვეტი იქნება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076865