ფიჯის რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების ახალ ზელანდიაში, 2011 წლის მსოფლიო თასზე გასამგზავრებლად ფული არა აქვს.
Planetrugby-ს ცნობით, ფიჯელებს გუნდის მოსამზადებლად და მსოფლიო თასზე მონაწილეობის მისაღებად 2,8 მილიონი დოლარი ჭირდება. ეროვნულ გუნდს არ ჰყავს გენერალური სპონსორი და ამის გამო, ფიჯის რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ დასახმარებლად სახელმწიფოს მიმართა.
ფიჯელები ქვეყნის მმართველებისგან დახმარების სახით 1,7 მილიონ დოლარს ითხოვდნენ, მაგრამ ისინი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრებისთვის მხოლოდ 220 ათასის გამოყოფაზე არიან თანახმა. შეიქმნა სპეციალური კომიტეტი, რომელმაც გუნდისათვის სპონსორი უნდა იპოვნოს. თუ ეს ვერ მოხერხდა, გუნდი, რომელმაც 2011 წელს მსოფლიო თასის მეოთხედფინალში ითამაშა, ახალ ზელანდიაში ვერ გაემგზავრება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია