სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა, 7-კაცა რაგბიში მსოფლიო სერიის დასკვნით, ედინბურგის (შოტლანდია) ეტაპის ფინალში, პატარა საოცრება ჩაიდინა. ავსტრალიას, რომელთანაც მე-2 ტაიმის დასაწყისში 7:28-ს აგებდა, ბოლო წამებზე გადამწყვეტი ლელო გაუტანა და 36:35 მოგებით, ლონდონის ეტაპის შემდეგ, ზედიზედ მე-2 გამარჯვება იზეიმა.
ამ მოგებამ, აფრიკელებს იმის საშუალება მისცა, რომ საერთო ჩათვლაში, ჩემპიონი ახალი ზელანდიის შემდეგ, მე-2 საფეხური დაეკავებინა. თასის ნახევარფინალში სამხრეთ აფრიკამ უელსს 22:19 აჯობა, ხოლო ავსტრალიამ სერიის გამარჯვებულ ზელანდიას სძლია - 19:12. მე-5 ადგილს ფიჯი შესწვდა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში სამოა დაიბრიყვა, მე-9 საფეხური მასპინძელ შოტლანდიას კენიამ აართვა (14:21).
ედინბურგში საუკეთესო მექულე სამხრეთ აფრიკელი სესილ აფრიკა გახდა, რომელმაც თავი 48 ქულას მოუყარა და კენიელ მდევარს 5 ქულით აჯობა.
საუკეთესო მელელოვედ ერთბაშად 3 მორაგბე იქცა - ფრენკ ჰალაიმ (ახალი ზელანდია), სტივენ ჰანტმა (სამხრეთ აფრიკა) და ჯიმ ტომპსონმა (შოტლანდია) მეტოქეებს ექვს-ექვსი ლელო გაუტანეს. აღსანიშნავია, რომ სესილ აფრიკა მთელი სერიის საუკეთესო ბომბარდირი და მელელოვე გახდა. მან რვავე ეტაპზე 385 ქულა დააგროვა და ამასთან, 40 ლელო გაიტანა.
A ჯგუფი
ახალი ზელანდია - რუსეთი 43:0
არგენტინა - საფრანგეთი 5:7
ახალი ზელანდია - საფრანგეთი 43:5
არგენტინა - რუსეთი 21:7
რუსეთი - საფრანგეთი 5:10
ახალი ზელანდია - არგენტინა 38:7
1. ახალი ზელანდია 3 3 0 0 124-12 9
2. საფრანგეთი 3 2 0 1 22-53 7
3. არგენტინა 3 1 0 2 33-52 5
4. რუსეთი 3 0 0 3 12-74 3
B ჯგუფი
ინგლისი - პორტუგალია 24:5
უელსი - ესპანეთი 7:5
ინგლისი - ესპანეთი 22:12
უელსი - პორტუგალია 35:12
პორტუგალია - ესპანეთი 5:7
ინგლისი - უელსი 12:19
1. უელსი 3 3 0 0 61-29 9
2. ინგლისი 3 2 0 1 58-36 7
3. ესპანეთი 3 1 0 2 24-34 5
4. პორტუგალია 3 0 0 3 22-66 3
C ჯგუფი
სამხრეთ აფრიკა - კანადა 32:5
ავსტრალია - კენია 14:7
სამხრეთ აფრიკა - კენია 31:14
ავსტრალია - კანადა 42:12
კანადა - კენია 5:38
სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია 19:5
1. სამხრეთ აფრიკა 3 3 0 0 82-24 9
2. ავსტრალია 3 2 0 1 61-38 7
3. კენია 3 1 0 2 59-50 5
4. კანადა 3 0 0 3 22-112 3
D ჯგუფი
სამოა - აშშ 21:12
ფიჯი - შოტლანდია 12:14
სამოა - შოტლანდია 33:10
ფიჯი - აშშ 21:14
სამოა - ფიჯი 7:21
შოტლანდია - აშშ 45:7
1. ფიჯი 3 2 0 1 54-35 7
2. სამოა 3 2 0 1 61-43 7
3. შოტლანდია 3 2 0 1 69-52 7
4. აშშ 3 0 0 3 33-87 3
მეოთხედფინალები IX-XVI ადგილებისათვის
არგენტინა - პორტუგალია 24:5
შოტლანდია - კანადა 26:14
კენია - აშშ 17:15
ესპანეთი - რუსეთი 7:0
თასის მეოთხედფინალები
ახალი ზელანდია - ინგლისი 26:12
ფიჯი - ავსტრალია 14:24
სამხრეთ აფრიკა - სამოა 28:5
უელსი - საფრანგეთი 13:10
ნახევარფინალები XIII-XVI ადგილებისათვის
პორტუგალია - კანადა 5:17
აშშ - რუსეთი 12:17
ნახევარფინალები IX-XII ადგილებისათვის
არგენტინა - შოტლანდია 7:22
კენია - ესპანეთი 40:0
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
ინგლისი - ფიჯი 19:34
სამოა - საფრანგეთი 17:10
თასის ნახევარფინალები
ახალი ზელანდია - ავსტრალია 12:19
სამხრეთ აფრიკა - უელსი 22:19
XIII ადგილისთვის
კანადა - რუსეთი 17:12
IX ადგილისთვის
შოტლანდია - კენია 14:21
V ადგილისთვის
ფიჯი - სამოა 26:14
ფინალი
ავსტრალია - სამხრეთ აფრიკა 35:36
საერთო ცხრილი 8 ეტაპის შემდეგ
1. ახალი ზელანდია - 166
2. სამხრეთ აფრიკა - 140
3. ინგლისი - 127
4. ფიჯი - 122
5. სამოა - 120
6. ავსტრალია - 80
7. უელსი - 62
8. არგენტინა - 38
9. კენია - 16
10. საფრანგეთი - 12
11. შოტლანდია - 12
12. აშშ - 10
13. პორტუგალია - 8
14. რუსეთი - 8
15. კანადა - 5
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია