თბილისში მიმდინარე 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ალაფის ჯგუფური ეტაპის ბოლო სათამაშო დღეს ორი შეხვედრა გაიმართა. B ჯგუფში, “შევარდენის” სტადიონზე, კანადამ ზიმბაბვე 49:23 დაამარცხა, ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა და მე-5 ადგილისთვის ითამაშებს, ხოლო კანადელები მე-7 ადგილისთვის ითამაშებენ.
პარალელურ მატჩში, “ავჭალაზე” ურუგვაიმ აშშ-ს 33:5 სძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ურუგვაელებს მე-2 ადგილის დაკავების შანსი მიეცათ, აშშ კი ჯგუფში ბოლო ადგილზე დარჩა.
უკვე გარკვეულია, რომ დასკვნით დღეს, ხუთ ივნისს, აშშ ზიმბაბვეს დაუპირისპირდება, ურუგვაის ბედი სამოასა და რუსეთის ნაკრების შეხვედრაზეა დამოკიდებული. თუ რუსები სამოელებთან დამარცხდებიან, მაშინ ურუგვაელები მე-3 ადგილისთვის იაპონია-საქართველოს შორის დამარცხებულს შეერკინებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია