ამბები

18:07 | 1.06.2011 | ნანახია 3365 - ჯერ

სამოამ რუსეთი გატეხა

“ავჭალაზე” გამართულ მეორე შეხვედრაში, რუსეთის ნაკრებმა მხოლოდ პირველ ტაიმში და მეორე ტაიმის დასაწყისში გაუწია წინააღმდეგობა სამოას, მაგრამ ბოლო ნახევარ საათში გატყდა და 14:50 დამარცხდა. ეს იმას ნიშნავს, რომ სამოას ნაკრები 20-წლამდელთა მსოფლიო ალაფის ფინალში ქულათა მაქსიმუმით გავიდა, სადაც მისი მეტოქე საქართველოსა და იაპონიას შორის გამარჯვებული იქნება.
რუსეთის ნაკრებმა ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა და მე-5 ადგილისთვის ხუთ ივნისს კანადას დაუპირისპირდება. მე-3 ადგილს კი, ურუგვაი საქართველოსა და იაპონიას შორის დამარცხებულს შეეცილება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083952