იაპონიის სარაგბო ჩემპიონატი ბოლო პერიოდში აღმავლობის გზაზე დგას, რაზეც ამ ქვეყბის ორ კლუბში ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრების ორი მორაგბის გადასვლაც მეტყველებს.
Planetrugby-ს ინფორმაციით, “ოლ ბლექსისა” და სუპერ 15-ის “ჩიფსის” 30 წლის უკანახაზელი მილს მულიაინა - “დოკომოში”, ხოლო 31 წლის მესამეხაზელი როდნი სოოიალო “ჰონდა ჰიტში” ითამაშებს.
ორივე ახალი ზელანდიელის კონტრაქტი ორ წელიწადზეა გათვლილი. სოოიალოს ანგარიშზე 62 სანაკრებო კეპია, ხოლო მულიაინამ ნაკრების კვართი ოთხმოცდათოთხმეტ შეხვედრაში მოირგო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია