საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ნამგალაურმა თასი სამოას ნაკრებს ჩააბარა, ეს იმას ნიშნავს, რომ სამოას ნაკრები 2012 წელს, სამხრეთ აფრიკაში, მსოფლიო თასზე, თორმეტ უძლიერეს გუნდში ითამაშებს.
ფინალში, სამოასა და იაპონიის ნაკრებებს შორის დაძაბული შეხვედრა გაიმართა. საწყის ოც წუთში იაპონელები 17:0 დაწინაურდნენ, მაგრამ სამოამ პირველივე ტაიმში მოახერხა 3 საპასუხო ლელოს გატანა და შესვენებისას უკვე 19:17-ს იგებდა.
მეორე ტაიმში იაპონელებმა კვლავ დიდი ბრძოლა გაუმართეს მეტოქეს და შეხვედრის დასრულებამდე ორიოდე წუთით ადრე, ანგარიში საყაიმო იყო - 24:24. ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ დამატებითი დრო უნდა დანიშნულიყო, თუმცა, ბოლო წუთებზე იაპონელებმა შეცდომა დაუშვეს, სამოამ თავისი მორიგი ლელო გაიტანა და 31:24 იმარჯვა.
ტურნირზე მე-3 ადგილი საქართველოს ნაკრებმა აიღო, რომელმაც 20:15 დაამარცხა ურუგვაი, მეხუთე ადგილზე კანადის ნაკრები გავიდა, რომელმაც რუსეთს 49:25 სძლია, ხოლო მე-7 ადგილი აშშ-ს ნაკრებმა დაიკავა, რომელმაც ზინგბაბვე 30:29 დაამარცხა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია