ამბები

14:53 | 8.06.2011 | ნანახია 3088 - ჯერ

“ბორჯღალოსანთა” გახსნით მატჩს ფრანგი განსჯის

რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) იმ მსაჯების ვინაობა დაასახელა, რომლებიც რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დაგეგმილ ერთა თასზე პირველი ტურის მატჩებს განსჯიან. შეგახსენებთ, რომ “არკულ დე ტრიუმფზე” საწყისი შეხვედრები 10 ივნისს შედგება და ერთ-ერთ მათგანში მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს.
“ბორჯღალოსნები”, რომლებიც ბუქარესტულ ტურნირს, ტრადიციულად, გადახალისებული შემადგენლობით სტუმრობენ, პირველ მატჩს სამხრეთაფრიკული “კინგზის” წინააღმდეგ ჩაატარებენ. ეს თამაში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, რეფერი კი ფრანგი ჟერომ გარსე იქნება, რომელიც მომავალ მსოფლიოს თასზე ასისტენტის რანგშია მიწვეული.
ამჯერად, გარსეს ასისტენტებად ესპანელი ინიგო ატორასაგასტი და კიდევ ერთ ფრანგი მსაჯი იმუშავებენ, რომლის ვინაობაც მოგვიანებით დასახელდება.
18:00 საათზე დაგეგმილ ტურნირის გახსნით მატჩს, რომელშიც მასპინძელი რუმინეთი შარშანდელ ჩემპიონ ნამიბიას შეერკინება, ასევე ფრანგი პასკალ გოზე მოემსახურება, ხოლო 22:00 საათიდან არგენტინის “იაგუარსისა” და პორტუგალიის შეხვედრას ინგლისელი ენდრიუ სმოლი განსჯის.
“IRB-ს ერთა თასი მაღალი კლასის ტურნირია, რომელსაც ჩვენს ოფიციალურ პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ის განვითარებაში ხელს არა მარტო მთავარ მსაჯებს შეუწყობს, არამედ, იმ არბიტრებსაც, რომელთაც ბუქარესტში ასისტენტების რანგში მოუწევთ მუშაობა”, - განაცხადა IRB-ს მსაჯთა მენეჯერმა პედი ო’ბრაიენმა.

 

საქართველოს ნაკრები IRB-ს ერთა თასზე
ვასილ კაკოვინი (“ბრივი”, საფრანგეთი), გოდერძი შველიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), აქვსენტი გიორგაძე (“კასტრი”, საფრანგეთი), კარლენ ასეიშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი), შალვა მამუკაშვილი (“ყოჩები”, თბილისი), დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი), ილია ზედგინიძე (“კარკერედნიერი”, საფრანგეთი), ვახტანგ მაისურაძე (“სენ ნაზარი”, საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე (“მონტობანი”, საფრანგეთი), დიმიტრი ბასილაია (“ობენი”, საფრანგეთი), სიმონ მაისურაძე (“ვილერბანი”, საფრანგეთი), ზვიად მაისურაძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), ვიქტორ კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), ბიძინა სამხარაძე (“არმია”, თბილისი), გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, თბილისი), ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), ირაკლი გიორგაძე (“აია”, ქუთაისი), გიორგი ჯიმშელაძე (“კლერმონი”, საფრანგეთი), რევაზ გიგაური (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, თბილისი), ბესიკ ხამაშურიძე (“აია”, ქუთაისი), მალხაზ ურჯუკაშვილი (“გორდონი”, საფრანგეთი), ბექა ურჯუკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”, ქუთაისი), ლექსო გუგავა (“ლელო”, თბილისი).
მთავარი მწვრთნელი: რიჩი დიქსონი

 

2011 წლის IRB-ს ერთა თასი. ბუქარესტი (რუმინეთი). 10-19 ივნისი
პირველი რაუნდი. 10 ივნისი. პარასკევი

18:00 რუმინეთი – ნამიბია
20:00 საქართველო – სამხრეთ აფრიკის კინგსი
22:00 არგენტინის იაგუარები – პორტუგალია

 

მეორე რაუნდი. 15 ივნისი. ოთხშაბათი
18:00 საქართველო – არგენტინის იაგუარები
20:00 რუმინეთი – სამხრეთ აფრიკის კინგსი
22:00 პორტუგალია – ნამიბია

 

მესამე რაუნდი. 19 ივნისი. კვირა
18:00 პორტუგალია – სამხრეთ აფრიკის კინგსი
20:00 საქართველო – ნამიბია
22:00 რუმინეთი – არგენტინის იაგუარები


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077294