ახლო წარსულში ცნობილი ქართველი მოჭიდავის (ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში), ხოლო შემდგომში “ბრძოლა წესების გარეშე”-ში მოასპარეზე, ამჟამად, ინგლისის ქალაქ ბარნსლიში მცხოვრები თენგიზ თედორაძის ვაჟი - თოკო სპორტში პირველ ნაბიჯებს დგამს.
როგორც barnsleyindependent-ი იუწყება, 14 წლის თოკო თედორაძე, რომელიც ჰულგეითის სკოლის მოსწავლეა, უკვე “შეფილდის არწივების” 15-წლამდე ნაკრებში აიყვანეს, რომელშიც თავის დროზე მისი მამა თამაშობდა (ანუ, მანამდე, სანამ წესების გარეშე ბრძოლას დაუკავშირებდა მომავალს).
გაზეთში წერია, რომ თოკოს შთამბეჭდავმა თამაშმა “შეფილდში” მაგალითი მისცა შო ლეინის ჭაბუკებს, ხოლო მისმა ტემპმა და ძალამ, რაგბის ლიგა ახალ რელსებზე გადაიყვანა.
“არწივებში” თავისი პირველი მატჩი მან გასულ კვირას, “ბეითლის ბულდოგებთან” ჩაატარა. ის ოცნებობს ისეთ პროფესიონალ მორაგბედ ჩამოყალიბებაზე, როგორიც მისი კერპი ჯონა ლომუა.
რაც შეეხება თენგიზ თედორაძეს, ის სამშობლოდან ბარნსლიში 90-იან წლებში წავიდა, მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის პრეზიდენტის პირად მცველად მუშაობდა.
თენგიზ თედორაძეს 34 ბრძოლა აქვს ჩატარებული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია