ამბები

17:26 | 9.06.2011 | ნანახია 1777 - ჯერ

რუმინეთი შოტლანდიამდე უკრაინასთან ივარჯიშებს

 

ევროპის ერთა თასის 2011 წლის გათამაშების ბოლო მატჩი, რომელშიც ერთმანეთის პირისპირ უკრაინისა და რუმინეთის ნაკრებები დადგებიან, 20 აგვისტოს ლვოვში შედგება. შეგახსენებთ, რომ ეს შეხვედრა მიმდინარე წლის თებერვალში, კიევში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, უამინდობის გამო გადაიდო და ზაფხულის მიწურულისთვისღა დაიგეგმა.

მოსალოდნელია, რომ ერთა თასის აშკარა აუტსაიდერთან მატჩში, “მუხის ფოთლები” გამარჯვებას იზეიმებენ და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლებენ, პირველობას კი, საქართველოს ნაკრებს, რომელსაც ხუთივე მატჩი მოგებული აქვს, ვერავინ ეცილება.
რუმინელთათვის უკრაინელებთან დაპირისპირებას სხვა დატვირთვაც აქვს. მოგეხსენებათ, კარპატელები მსოფლიოს თასის ფინალურ ეტაპზე არიან გასულნი და სწორედ იმ ჯგუფში მოხვდნენ, სადაც “ბორჯღალოსნებიც” ირიცხებიან.
“მუხის ფოთლები” ახალ ზელანდიაში გასამართი ტურნირის წინ ბოლო მატჩს სწორედ უკრაინასთან ჩაატარებენ, ამ შერკინებიდან ზუსტად ოც დღეში კი (10 სექტემბერს), ინვერქარგილში შოტლანდიას გაეჯიბრებიან. 17 სექტემბერს რუმინელები არგენტინას ეთამაშებიან, 24-ში – ინგლისს, ხოლო 28-ში ქართველებთან ჯახი ელით.

 

ევროპის ერთა თასი 2011

1 საქართველო 5 5 0 0 168-35 22
2 პორტუგალია 5 3 0 2 113-98 13
3 რუმინეთი 4 2 0 2 125-53 11
4 რუსეთი 5 2 0 3 100-98 11
5 ესპანეთი 5 2 0 3 92-175 10
6  უკრაინა 4 0 0 4 45-184 0

 

20 აგვისტო (ლვოვი)
უკრაინა – რუმინეთი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.073124